• რეკლამა
  • კონტაქტი
23:54, შაბათი, 29 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,ამბავი იმის შესახებ, როგორ დაგვიწესა ხელისუფლებამ ყველას ეფექტური ცენზურა“ – მერაბ მეტრეველი

ალია ავტორი - ალია
22:33 08-29-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
122

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი:

,,ამბავი იმის შესახებ, როგორ დაგვიწესა ხელისუფლებამ ყველას ეფექტური ცენზურა:

სახელისუფლებო პროპაგანდისტულ მედიებს უკვე დიდი ხანია დავალებული აქვთ, ყველა აქტიური ადმიანის პოსტების, ინტერვიუების, ვიდეობის მონიტერინგი, ემანდ რამე ისეთი არ წამოცდთ, რაც მათი და ზოგადად საპროტესტო მოძრაობის გასაშავებლად გამოდგება.

მოგეხსენებთ, პროტესტში უმარავი ადამიანია ჩართული – პოლოტიკოსებიდან დაწყბული, რიგით აქტივისტით გაგრძელებული. ამ მოძრაობას ცენტრალოზსბული სახე არ აქვს, რომ სადმე საერთო მესიჯბოქსი დგებოდეს და მერე ყველა იმას იმეორებდეს, როგროც ეს ქოცებში ხდება. აქ თავისიფალი ადამიანები არიან და ყველა იმას ამბობს და წერს, რასაც ფიქრობს.

თითქოს თავისუფლება და აზრთა სხვადასხვაობა უპირატესობა უნდა იყოს, მაგრამ ხელისუფლების ბინძურმა პროპაგანდამ ეს პროტესტის სისუსტედ აქცია.

ამდენ ადამიანში ყოველთვის მოიძებნება ვინმე, რომელიც რაღაც თემაზე საკამათო აზრს გამოთქვამს და მეტი რა უნდა პროპაგანდას – ქარდი გამზადებულია!

ისინი აზრის დამხინჯებასაც არ ერიდებიან. ადამიანმა შეიძლება დაწეროს უზარმაზარი პოსტი, სადაც საკითხს მრავალი კუთხიდან განიხილავს, პროპაგანდა კი, აქედნ ერთ წინადადებას გაქარდავს უკონტექსტოდ და ისე წარმოაჩენს, თითქოს მხოლოდ ეს თქვა ავტორმა. (დღესაც შემხვდა რამდენომე ასეთი ქარდი, სადაც ისე იყო ციტატა კონტექსტიდან ამოჭრილი, რომ აზრი მთლიანად იცვლებოდა).

შედეგად, მივიღეთ სიტუაცია, როდესაც ადმაინებისთვის აქეთა მხარეს, აზრის გულწრფელად გამოთქმა და იმის დაწერა, რასაც ფიქრობს, შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს.

თან შენი დაწერილი პოსტი, სადიანაც ერთ წინადადებას ამოჭრიან, მარტო შენ კი არ გაზარალებს, არამედ მთელ საპპროტსრო მოძროაბას,

რამეთუ სახელისიფლებო პორპაგანდა ეფექტურად ახერხებს ყველა ერთ ქვაბში ჩაყაროს. ყველასთვის ერთი სახელი აქვთ მოფიქრებული “ოპოზციის აქტოვისტი” ან “ნაცი აქტივოსტი” და ა.შ. ამით ცდილობენ ზოგჯერ სრულიად რანდომ ადამიანის მოსაზრება მთელ ოპოზცოაზე და საპროტესრო მოძროაბაზე გაავრცელონ და ასე გააშავონ მთელი პროცესი.

ვერც ოპოზიციამ და ვერც პროტესტში ჩართულმა ადამიანებმა ამ დრომდე გაერთიანება და ერთ ორგანიზაციად ჩამოაყალიბება ვერ მოახერხეს, სამაგიეროდ, ისინი სახელისიფლებო პროპაგანდამ ეფექტირად გააერთიანა თავის ქარდებში, – იქ ყველა ერთია.

ამ ყველაფრის წინააღდეგ ორი გზა არსებობს:

1) მართლა გაერთიანდეს აქეთა მხარე, ოპოზიაც აქტივისტებიც და შეიქმნას საინფორმაციო ომის ერთიანი ცენტრი, სადაც ცენტრალიზებულად მოხდება ყველა საკითხზე მესიჯების შემუშვება და მათი გავრცელება სამხედრო დისცპლინით, როგორც ამას ქოცები აკეთებენ, რადგან ომს დისციპლინის გარეშე ვერ მოიგებ.

ან

2) იმის შიშით, რომ პროპაგანდამ არ გაგქარდოს და ამით შდნი თანამოაზრეები არ დააზარალო, საკამთო საკითხებზე საერთოდ აზრის გამოთქმაზე უარის თქმა

რადგან პირველი ვარიანტი ასეთ ეკლექტურ საზოგადოებაში, როგოროც საპროტესტო მოძრაობაა, შეუძლდბელია, უმეტესობა მეორ ვარიანტს ირჩევს, აღარ წერს იმას, რასაც ფიქრობს, თავს იკავებს რომ პროპაგანდამ არ გაქარდოს.

ანუ ადამიანები თვითცენზურას მიმართავენ.
ხელსუფლებამ ასე მოახერხა ადამკანების რაღაც თემებზე გაჩუმება. არ გაჩუმდები და შენი გამოყენებით პროპაგანდა მთელ მოძრაობას გააშავებს.

დღეს ასეთი ვითარებაა: სანამ ვინმე რამეს დაწერს, მანამდე ათასჯერ უნდა დაფიქრდეს, აქედნ რა შეიძლება პროპაგანდამ ამოჭრას და გაქარდოს და მერდ დაწეროს, რადგან პროტესტში ჩართული თითოეული ადამიანი მარტო საკუთარ თავს აღარ ეკუთვნის და მხოლოდ საკუთარ თავს არ აყენებს დარტყმის ქვეშ.

P.S. არსებობს კიდეც ერღი მეთოდი, როგორ დააღწიოთ თავი გაქარდვას: წერეთ მხოლოდ ქოცებზე და ბიძინაზე და არა ერთმანეთზე, ან ოპოზიციაზე, შედეგად არავინ გაქარდავთ.”

თეგები: მერაბ მეტრეველი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved