• რეკლამა
  • კონტაქტი
19:23, ოთხშაბათი, 17 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამაზე ვთანხმდებით მე და პრეზიდენტი” – სამადაშვილი

ალია ავტორი - ალია
14:38 12-21-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
55

დეპუტატი, სალომე სამადაშვილი, რომელიც დღეს პრეზიდენტს შეხვდა, “ტვ პირველთან” ამბობს:

“საკმაოდ ვრცელი საუბარი მქონდა პრეზიდენტთან საგარეო პოლიტიკური კთხით არსებულ გამოწვევებზე, ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთს აქვს მწყობრი პოლიტიკა შემუშავებული, როგორ შეცვალოს გეოპოლიტიკური ვითარება ჩვენ რეგიონში. ამ გეოპოლიტიკურ გარემოში, რომელშიც ვართ, შიდა პოლიტიკური ვითარება არის განსაკუთრებული გამოწვევა და როდესაც ვამბობ, რომ საქართველოს პრეზიდენტს ესმის რამხელა საფრთრეების წინაშე ვართ, პირველ რიგში ეს შეეხება საგარეო პოლიტიკურ საფრთხეებს. თუმცა, ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ქვეყნის შიგნით არსებულ ვითარებაზე, ეს არ არის განცალკევებული საგარეო დღის წესრიგიდან. ქვეყანამ რომელშიც ვერ ლაგდება დემოკრატიული პოლიტიკური პროცესი და საზოგადოება მიჰყავს ამას ღრმა პოლარიზებამდე, ეს თავისთავად აისახება საგარეო პოლიტიკურ დღის წესრიგზე. ეს ორი თემა არ არის ერთმანეთისგან გამიჯნული.

მე ასე გავიგე, რომ ის დღეს აწარმოებს შეხვედრებს სხვადასხვა ადამიანებთან, პოლიტიკური პარტიებთან, იმისთვის, რომ შედგეს დღის წესრიგი, რათა შეიქმნას მოლაპარაკებების პროცესის არქიტექტურა. არ მინდა, საზოგადოებას ჰქონდეს განცდა, რომ დღეს და ხვალ გაიმართება ინდივიდუალური შეხვედრები და ხვალ გარღვევას მივაღწევთ – არსებობს დიდი თემები, კონკრეტული საკიტთხები და ამ ყველაფრის ერთიან ჩარჩოში მოქცევაა საჭირო, იმისათვის რომ ჩვენ შევცვალოთ პოლიტიკური რეალობა ქვეყანაში, რაც თავისთავად აუცილებელია ჩვენი საგარეო პოლიტიკური საფრთხების გასანეიტრალებლად, მიუხედავად იმისა, თითოეულმა მოქალაქემ ვის მისცა ხმა არჩევნებზე. ყველა უკლებლივ საერთო გამოწვევის წინაშე დგას. ამაზე ნამდვილად ვთანხმდებით მე და პრეზიდენტი.”

თეგები: სალომე ზურაბიშვილისალომე სამადაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს

14:50 06-17-2026
იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

14:38 06-17-2026
თიბისის მხარდაჭერით, ვაზიანში 13 მზის ელექტროსადგური ამოქმედდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ვაზიანში 13 მზის ელექტროსადგური ამოქმედდა

14:24 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved