• რეკლამა
  • კონტაქტი
23:07, ორშაბათი, 3 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამაზე მნიშვნელოვანი თემა, ვფიქრობ, არ არსებობს” – მეზვრიშვილი

ალია ავტორი - ალია
22:51 09-06-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
384

პარტია “საქართველოსთვის” პოლიტ. საბჭოს წევრი, ნათია მეზვრიშვილი:

“არჩევნებთან დაკავშირებულ მორიგ პოლიტიკურ თაღლითობას გვთავაზობს ხელისუფლება ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევის წესის ცვლილებით. საინტერესოა ოპოზიციიდან ვინ მიეხმარება ოცნებას, რომ 12 პუნქტის შესრულების სახელით, მორჩილი თავმჯდომარის და წევრების არჩევა შეძლონ. შეცდომაა ამ სატყუარის უკანდახევად შეფასება.

სულ რაღაც 2 თვის წინ ხელისუფლებამ შეცვალა კანონი და დაადგინა ცესკოს თავმჯდომარის და წევრების 5 წლის ვადით არჩევა 100 ხმის ნაცვლად უბრალოდ უმრავლესობით – 76 ხმით. ამასთან, შეზღუდა პრეზიდენტის როლი და კანდიდატურებს პარლამენტის თავმჯდომარე წარადგენს. ახლა შემოაქვთ თავმჯდომარის და წევრების არჩევა 90 ხმით, პირველ ჯერზე აურჩევლობის შემთხვევაში – მომდევნო ორ ჯერზე 76 ხმით, ხოლო აქაც აურჩევლობის შემთხვევაში – პრეზიდენტი აირჩევს. კანდიდატურებს ისევ პარლამენტის თავმჯდომარე წარადგენს.

ოცნების მიზანია, საზოგადოებას აჩვენოს, რომ თითქოს უკან დაიხია, პრეზიდენტის როლიც დააბრუნა და ოპოზიციაც შემოჰყავს თემაში (რომ თავმჯდომარეს და წევრებს ფორმალურად ხელისუფლების მიერ ერთპიროვნულად არჩეულის სახელი არ დაერქვას, რაც ახლა ჰქვია).

სინამდვილეში, როგორც ჩანს, ხელისუფლებას ამჯერადაც ოპოზიციის ცალკეული წევრების იმედი აქვს, რომ 90 ხმას შეუკრავენ ზუსტად ისე, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებზე შეუკრეს, რათა კანდიდატის სტატუსის მიღების წინ დააპლიუსონ ცესკოს თავმდჯომარის არჩევა ისე, როგორც სახალხო დამცველის არჩევა დააპლიუსეს (ეცდებიან ასე გაყიდონ ბორელთანაც).

სინამდვილეში კი მივიღებთ ხელისუფლებისადმი ლოიალურ ცესკოს თავმჯდომარეს (რომელზეც იტყვიან, რომ ოპოზიციამაც აირჩია, ზუსტად ისე, როგორც სახალხოზე ამბობენ), რომელიც 2024 წლის არჩევნებს ჩაატარებს, მათ შორის ელექტრონული ხმის მიცემის ადმინისტრირებას განახორციელებს. ანუ, არაფერი იცვლება. ცესკოს მორჩილ თავმჯდომარეს ირჩევენ და ცდილობენ ხალხი მოატყუონ.

თუ ოპოზიციის ცალკეულ წევრებს ვერ გაურიგდნენ, მაინც აირჩევენ სასურველ თავმჯდომარეს და წევრებს უბრალო უმრავლესობით – 76 ხმით, ხოლო ოპოზიციას საბოტაჟში დაადანაშაულებენ.

საბოლოო ჯამში, ვერაფერი შეცვლის იმ ფაქტს, რომ 2024 წლის არჩევნები ხელისუფლებისადმი დაქვემდებარებულმა ცესკომ უნდა ჩაატაროს. ამაზე მნიშვნელოვანი თემა ვფიქრობ, არ არსებობს.”

თეგები: ნათია მეზვრიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის
ახალი ამბები

Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის

13:38 11-03-2025
არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს
ახალი ამბები

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს

13:58 11-01-2025
თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო

10:34 10-31-2025
“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:31 10-30-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved