სამოქალაქო აქტივისტი, სალომე სიმონია:
ცოტა ხნის წინ, ოჯახი გაუსახლებიათ, გორიდან. კაცი დარდს გადაჰყოლია.
ცხედარი ისევ იმ სახლში მიასვენეს, საიდანაც აღსრულებამ გამოასახლა.
ამაზე დიდი ტრაგედია რა უნდა იყოს?!
გუშინ, ცოლ-ქმარი ლიფტში იმის გამო ჩაცხრილეს, რომ ის ბინა შეუძენიათ, რომლიდანაც სხვას ასახლებდნენ.
მანამდე, კახეთში, მოხუც ცოლ-ქმარს ღია ცის ქვეშ ტოვებდნენ და პაპა ტიროდა: თავს მოვიკლავო.
ბალახაძეების შვიდსულიანი ოჯახი, ყოველ წამს გამოსახლებას ელოდება
ვინ იცის, რამდენი ოჯახია ამ მძიმე ყოფაში და გასაჭირში ჩავარდნილი. ალბათ, ათასობით.
თანაც, კარგი ცხოვრებისთვის კი არა, საჭმლისთვის, წამლისთვის და ან მკურნალობისთვის სესხულობენ ფულს
მთელი ქვეყანა გავალიანებულია და “ორნიშნა ეკონომიკური ზრდის” ფონზე ხალხი ვალებს უბრალოდ ვერ იხდის.
ამ დროს, ჩინოვნიკები გვყავს, ვისაც თავად აქვს თანხა გაპროცენტებული.
ამ დროს, მილიონერები მართავენ ღარიბ, გასაცოდავებულ ქვეყანას.
ხალხი კი, ან გარბის, ან ვალებში იხრჩობა ან ღირსების შემლახველ, მონურ სამუშაოზე თანხმდებიან.
სახელმწიფო უნდა მოემსახუროს ხალხს, მის ინტერესებს და არა -ისედაც მდიდარი ჩინოვნიკების გამდიდრებას.
გამოსახლებები უნდა შეწყდეს!












კომენტარები