“შეაჩერე კორუფციას” თანადამფუძნებელი, ქეთევან ენუქიძე:
მძღოლი – მამაკაცი, 47 წლის.ამბობს, რომ მსოფლიოს მასონები მართავენ, ქრისტიანობას და ნაღდ ფულს ებრძვიან.სოლომონის ტაძარი უნდა ააშენონ და კაცობრიობა დაღუპონ.ისე აყალიბებს აზრებს, განცდა მაქვს, რომ კაი ნამეცადინებია.რაც მთავარია, ამ კატეგორიამ იცის, როგორ უნდა გადაარჩინოს სამყარო, მაგრამ არ იცის, რა სჭირდება მის ქვეყანას.იყურება ცარიელი თვალებით და იცავს თავის ქეშს.არავინაა ისეთი თავდაჯერებული, როგორიც უვიცი.რაც უფრო შტერია, მით უფრო მეტი იცის…ვცადე და მაინც ვერ დავიმახსოვრე მთელი ეს ბოდვა…ჯერ მშვიდად ვუხსნიდი, რა იყო და რატომ იყო მისი აზრები აბსურდული.მერე გავჩუმდი და ვუსმენდი…ქოცები არ მიყვარსო, მაგრამ პრინციპში ამათზე დგას საქოცეთი…შეთქმულების თეორიების მიმართ ასეთი სისუსტე, შიში და მოწყვლადობა, დღეს რომ გვჭირს, მე არ მახსენდება…
კომენტარები