ეროვნული ბიბლიოთეკის პრეზიდენტი, კონსტანტინე გამსახურდია:
ამას წინათ რომელიღაც FB-მომხმარებელი (მის გვარსა და სახელს არანაირი მნიშვნელობა არა აქვს) საზეიმოდ აცხადებდა:
“რამოდენიმე წლის წინ ვწერდი,რომ 2027 წელს,არც “ნატო”იარსებებს და იგივე ბედს გაიზიარებს ევროკავშირიც! იგივეს ვიმეორებ!”
ამაზე გამახსენდა ნახევრად რეალური, ნახევრად ანეგდოტური ისტორია გალაკტიონ ტაბიძეზე, როდესაც ერთ-ერთი მონაცრისფრო პოეტის იუბილეზე აღმოჩნდა. როგორც ჩანს, ოდნავ გადაკრული ჰქონია. ყველა გამომსვლელი ერთსა და იმავეს ამბობდა ამ პოეტზე, მისი შემოქმედება ოპტიმიზმით გამოირჩევაო. (სხვას ვერაფერს ამბობდნენ….)
სიტყვა აუღია გალაკტიონს და იუბილარისთვის უთქვამს: ბიძიკო, ბაირონი გეცოდინებაო. გენიალური პოეტი ხომ იყო? იყოო. როგორც მამაკაცი ულამაზესი ხომ იყო და ქალებს ხომ უყვარდათ? უყვარდათო. უმდიდრესიც ხომ იყო და ლიტერატურულ სცენაზეც აღიარებული? იყოო. ლორდიც ხომ იყო და ციხე-კოშკიც ხომ ჰქონდაო? ეგეც ჰქონდაო. ჰოდა ის იყო პესიმისტი და შენ რა გიხარიაო.
იგივე კითხვა მიჩნდება ასეთ განაცხადებზეც: კარგი, მაგრამ ამათ რა უხარიათ?











კომენტარები