• რეკლამა
  • კონტაქტი
09:13, შაბათი, 7 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამათ ახალი პროპაგანდა გამოუგორებიათ” – ზურაბ ფარჯიანი

ალია ავტორი - ალია
03:04 12-04-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
828

ფიპლომატი, ზურაბ ფარჯიანი:

ამათ ახალი პროპაგანდა გამოუგორებიათ, ამერიკა და “დიფ სტეიტი” თუ სადმე ჯარით იჭრებოდა, ჯერ “ქიმიური იარაღის” ქონას აბრალებდაო.

არ “აბრალებდა”, არა.

ერაყშია ეგეთი ქალაქი, ჰალაბჯა (Halabja; Халабджа), და რა ენაზეც გინდათ იმ ენაზე დაძებნეთ ინტერნეტში “ჰალაბჯას ქიმიური შეტევა” და ამოგიგდებთ უამრავ ინფორმაციას, თუ როგორ დაწამლა სადამ ჰუსეინმა საკუთარი მოსახლეობა.

ჰალაბჯაში ქიმიური შეტევის შედეგად, 1988 წლის 16-17 მარტს მოკვდა 5000-მდე ადამიანი, 10 000-მდე ადამიანი კი დაბრმავდა და ინვალიდად გადაიქცა.

სირიაში ბაშარ ასადმა ქიმიური იარაღი გამოიყენა ქალაქ გუტაში (Ghouta). ეგეც შეგიძლიათ ნებისმიერ ენაზე დაძებნოთ.

გამოიყენა “ზარინი”; მოკვდა 2000-მდე ადამიანი.

ერაყში არავინ შევარდნილა ქიმიური იარაღის გამოყენების გამო.

1990 წლის 2 აგვისტოს თავად სადამი და ერაყის ჯარი შევარდა მეზობელ ქუვეითში და მერე ქუვეითის გათავისუფლების და მეზობელი ქვეყნის ოკუპაციისთვის ერაყის დასჯის მიზნით ამერიკელებმა სხვა 41 ქვეყანასთან ერთად დაიწყეს ოპერაცია “უდაბნოს ქარიშხალი”.

სხვათაშორის ეს ოპერაცია იყო გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციით – რაც ნიშნავს რომ საბჭოთა კავშირმა, იგივე რუსეთმაც კი არ დაბლოკა რეზოლუცია.

ეს ოპერაცია დაიწყო 1991 წლის 17 იანვარს და დასრულდა 1991 წლის 28 თებერვალს.

დასრულდა იმით, რომ ამერიკელები ერაყიდან გავიდნენ და უარესი, სადამიც დარჩა ხელისუფლებაში და გააგრძელა ხალხის ხოცვა კიდევ 12 წელი.

ერაყის მეორე ომი, რომელიც ამერიკის უდიდესი შეცდომა იყო, 2003 წელს დაიწყო და მხოლოდ მაშინ, ანუ ქიმიური იარაღის პირველი გამოყენებიდან 15 წლის მერე დაემხო სადამი და მისი ოჯახი.

ამ ლოგიკით, ამათ “ამერიკის შემოტევა” 2040 წელს უწევთ.

სირიას რაც შეეხება მანდ არც არასოდეს ყოფილა ამერიკული ჯარის შეჭრა. მანდ თუ ვინმე იყო ჯარით შესული – რუსეთი.

მერე თურქეთი. ამერიკა კი მხოლოდ ცალკეულ სპეცოპერაციებს თუ ახორციელებდა.

ამერიკის და განსაკუთრებით ევროპის საგარეო პოლიტიკა თუ “ცივი ომის” მერე რამით გამოირჩევა, ან უტვინობით ან უ##აკობით. სამწუხაროდ.

ამაში შეგიძლიათ არ დამეთანხმოთ – ეგ ჩემი აზრია.

უბრალოდ რუსეთის უტვინობამ გადაწონა 2014 წლის შემდეგ და განსაკუთრებით 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ყველაფერი, თორემ “დასავლეთი”, განსაკუთრებით ევროპა იმდენად უსუსური და სუსტია სამხედრო მხრივ, ნეტავ თავი დაიცვას, ვის უნდა დაესხას.

ახლა რაც შეეხება ამერიკის თუ “დიფ სტეიტის” საქართველოზე თავდასხმას.

ამერიკასთან ურთიერთობის “სუფთა ფურცლიდან” დაწყებას რომ ცდილობთ “ობერქოცები”, ელემენტარული სისულელეა თან “ამერიკა ხიხიაა” აძახებინოთ თქვენს პროპაგანდისტებს.

დებილი არავინაა და ყველა მშვენივრად ხვდება, პროპაგანდისტების უკან ვინ დგას.

“”დიფ სტეიტს” რაც შეეხება – ის “დიფ სტეიტი” შევარცხვინე, მსოფლიოს რომ ატრიალებს, რუსეთს რომ ომი დააწყებინა ძალით, ტრამპი რომ დაამარცხა, სი ცზინ პინი ფეხქვეშ გაიფინა და თქვენისთანა ტუტუცებს ვერაფერს უბედავს და აძლევს თითის ქნევის საშუალებას.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია
ახალი ამბები

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია

14:42 03-06-2026
საქართველოს თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდა
ახალი ამბები

საქართველოს თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდა

11:51 03-06-2026
როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი
ახალი ამბები

როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი

14:40 03-05-2026
სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”
ახალი ამბები

სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”

14:04 03-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved