თუ მთავრობა საკუთარ ხალხს უტევს, ჟურნალისტებს აჩუმებს და თავისუფლებებს ზღუდავს, ამას შედეგები მოჰყვება, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირში თავისუფლად გადაადგილება შეეზღუდება იმ პირებს, რომლებიც დაკავშირებული არიან “რეპრესიულ” ქართულ ხელისუფლებასთან, მათ შორის, საუბარია, ქართველ დიპლომატებზეც.
ამასთან, კალასმა აღნიშნა, რომ ბრიუსელი მხარს უჭერს ქართველ ხალხს, თუმცა „ევროკავშირში ადგილი არ არის მათთვის, ვინც რეპრესიებს წარმოადგენს“.
თუ მთავრობა საკუთარ ხალხს უტევს, ჟურნალისტებს აჩუმებს და თავისუფლებებს ზღუდავს, ამას შედეგები მოჰყვება. ევროკავშირმა უკვე შეუწყვიტა საქართველოს დაფინანსება დემოკრატიული უკუსვლის გამო. დღეს ევროპა იმ პირებს, რომლებიც დაკავშირებული არიან რეპრესიულ ქართულ ხელისუფლებასთან, მათ შორის ქართველ დიპლომატებს, ევროკავშირში თავისუფლად გადაადგილებას უჩერებს. საქართველოს ხალხს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს, მაგრამ ჩვენს კავშირში ადგილი არ არის მათთვის, ვინც რეპრესიებს წარმოადგენს, – განაცხადა კალასმა.














კომენტარები