“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გლდანის ციხის საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილის შეყვანის კადრებს გამოეხმაურა, რომელიც რამდენი წუთის წინ სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროვა.
“როგორც კი სააკაშვილის ჯანმრთელობის კონდიციის გაუმჯობესების და მისი მდგომარეობის სტაბილიზაციის გზების ძიებას ვიწყებთ, იუსტიციის სამინისტრო იწყებს კადრების გამოქვეყნებას, რომ პატიმარზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება მოახდინოს და გამოიწვიოს სააკაშვილის პროტესტი, რითიც კიდევ უფრო დამძიმდება მისი მდგომარეობა.
ამას ჰქვია მიზანმიმართული მკვლელობა”, – წერს გვარამია სოციალურ ქსელში.
კომენტარები