• რეკლამა
  • კონტაქტი
23:12, სამშაბათი, 21 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამას ბიძინას მონები ვერასოდეს გაიაზრებენ” – პასუხი პრემიერს

ალია ავტორი - ალია
16:08 12-12-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
315
“გირჩი – მეტი თავისუფლება” განცხადებას აქვეყნებს:
“დღეს ბიძინას მოურავმა დააანონსა, რომ საპატრიარქოსთან შეთანხმებით განხორციელდება საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც აღარ მისცემს შესაძლებლობას რომელიმე კონფესიას, გარდა მართლმადიდებლური ეკლესიისა, საკუთარი სასულიერო პირები დაიცვას ვითომ სავალდებულო სამხედრო სამსახურის, სინამდვილეში კი – სავალდებულო მონობისგან.
ე.წ. სავალდებულო სამხედრო სამსახური არის მოძველებული, უკიდურესად არაეფექტური და ძვირი სისტემა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ქვეყნის თავდაცვა-უსაფრთხოებასთან.
სწორედ ამ მიზეზების გამო, უკრაინამ, რომელიც ამჟამად ეფექტურად იბრძვის რუსეთის დედააფეთქებული იმპერიის წინააღმდეგ, ომის პირობებში გააუქმა სავალდებულო სამხედრო სამსახური.
ამ სამსახურის ეფექტურობის გაზრდაზე საუბარი დე-ფაქტო ხელსუფლებისგან, რომელსაც ეშინია ქვეყნის 20%-ის მიმტაცებელს დაუძახოს მტერი, ეშინია რუსეთის წინააღმდეგ დაღუპული საქართველოს მოქალაქეების ოჯახებს მიუსამძიმროს და რომელიც უკრაინაში მებრძოლებს ემუქრება მოქალაქეობის ჩამორთმევით, არის უკიდურესი ცინიზმი და თავხედობა.
ერთადერთი ვისაც მთელი ეს წლები ყელში ეჩხირებოდა კანონმდებოლბაში სპეციალურად მისთვის გაწერილი პრივილეგიის სხვა კონფესიის მიერ გამოყენება, არის საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქო, რომელიც წარმოადგენს რუსეთის რეზიდენტურის მთავარ ცენტრს ამ ქვეყანაში და რომლის ინტერესებშიცაა საქართველომ შეინარჩუნოს ეს არქაული და ძვირადღირებული სისტემა, რათა მაქსიმალურად დროში გაიწელოს ეფექტური თავდაცვის სისტემის მშენებლობის დაწყება.
განსხვავებით სხვა პარტიებისგან, Girchi • გირჩი – მეტი თავისუფლება ყოველთვის ითხოვდა და ახლაც ითხოვს თავდაცვის ბიუჯეტის გაორმაგებასა და პროფესიონალური, მაღალტექნოლოგიური, ძლიერი არმიის შექმნას.
საქართველოს სჭირდება არმია, რომელიც შედგება სამხედრო საქმით დაინტერესებული და მოწადინებული ადამიანებისაგან და არა იმ ხალხისგან, რომლებიც საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ მიჰყავთ.
თითოეული ადამიანის სიცოცხლე არის უნიკალური და ამ სიცოცხლის თითოეული წამი არის მისი და მხოლოდ მისი საკუთრება.
ამას ბიძინას მონები ვერასოდეს გაიაზრებენ.
ამიტომ მათ უნდა წავართვათ ძალაუფლება.”

“გირჩის “ბიბლიური თავისუფლება” დაიხურება… საპატრიარქოსთან გავლილია” – პრემიერი

თეგები: გირჩი მეტი თავისუფლებაირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია
ახალი ამბები

თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია

14:31 07-21-2026
წინანდლის ფესტივალი
ახალი ამბები

წინანდლის ფესტივალი: პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი მე-8 სეზონზე ოთხი კონცერტით წარდგება

14:02 07-21-2026
ეპილაცია
ახალი ამბები

ალექსანდრიტი, დიოდი, თუ ნეოდიუმი? – მითები და სიმართლე ეპილაციის ტიპებზე

14:49 07-20-2026
თიბისის და FMO-ს პარტნიორობა – $210 მილიონი ბიზნესების და მწვანე ინიციატივების მხარდასაჭერად
ახალი ამბები

თიბისის და FMO-ს პარტნიორობა – $210 მილიონი ბიზნესების და მწვანე ინიციატივების მხარდასაჭერად

14:01 07-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved