• რეკლამა
  • კონტაქტი
02:22, პარასკევი, 16 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამან მისცა საშუალება რამდენიმე მდაბიოს, რომ უსუსური ცილისმწამებლური “კამპანია” აეგორებინა ჩემს გარშემო… ADIOS “ AMIGOS “ – გოგაშვილი

ალია ავტორი - ალია
18:08 09-30-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
47

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი, “სახალხო პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი, სოსო გოგაშვილი:

“ოცნებიდან” ჩემი წამოსვლის მიზეზებზე დეტალურად არასდროს არ მისაუბრია. სამწუხაროდ ამან მისცა საშუალება რამდენიმე მდაბიოს, რომ უსუსური დეზინფორმაციული და ცილისმწამებლური “კამპანია” აეგორებინა ჩემს გარშემო, თუმცა უშედეგოდ.

ძალიან მოკლედ განვმარტავ: მე გულწრფელად განვიცდი,მართლა ძალიან დასანანია, რომ “ოცნებამ” უღალატა ჩემთვის ყველაზე მთავარ პრინციპებს:

ღმერთის და დედაეკლესიის ერთგულებას.

სამშობლოს სიყვარულს.

საკუთარი ხალხის ერთგულებას.

და ბოლოს ოჯახის ერთგულებას.

არ უღალატეს მხოლოდ ორ რამეს ძალაუფლებას და ფულს!

ჩემი ადგილი იქ ვეღარ იქნებოდა.ხოდა იცოდეთ ჩემი აზრი-

ეკლესია არის ქრისტეს წმინდა სხეული, რომელმაც დღემდე შეგვინარჩუნა ჩვენი სამშობლო საქართველო მისი ხალხით და ადათ-წესებით ისეთი, როგორიც არის. თვითმყოფადი, გამორჩეული და განსხვავებული

არცერთ მთავრობას,ან ნებისმიერ გარეშე პირს, არ აქვს უფლება ჩაერიოს მის შიდა საქმეებში. განსაკუთრებით ბინძური ხერხებით. მითუმეტეს მისი საქმე არ არის ვინ იქნება მომავალი პატრიარქი. ეს მაშინ,როდესაც უწმინდესი პატრიარქი, მადლობა ღმერთს, რომ ჩვენს გვერდითაა და კიდევ დიდხანს იქნება

არაერთხელ გაგაფრთხილეთ, გაწიეთ ეგ ბინძური ხელები შორს ეკლესიისგან

რაც ამ ბოლო წლებში მოხდა და ხდება, ამდენი ერთად აღებული არავის არ გაუბედია ეკლესიის და პატრიარქის ინსტიტუტის წინააღმდეგ, საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ. შემოხვეული მანტია, რომ თითქოს ეკლესიის ერთგულები ხართ გამჭირვალეა, გიჩანთ ყველაფერი. (კამერების წინ სანთლებით დგომამ არ დაგაბნიოთ).

“გეგმის”შესრულება მიმდინარეობს, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწევთ

მთელი ამ წლების განმავლობაში არ გატარებულა ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით ისეთი საგარეო პოლიტიკა მეგობრებთან, ან თუნდაც მტერთან მიმართებაში(ყველას უნდა ელაპარაკო სათანადოდ) , რომელიც უზრუნველყოფდა ჩვენი სახელმწიფოს დაცვის გარანტიას, ტერიტორიულ მთლიანობის აღდგენას და სწრაფ განვითარებას. ამის ნაცვლად მივიღეთ უაზრო პოლიტიკანების მიერ წარმოებული საშიში თამაში, რომელიც დაყრდნობილია ყველას გადაგდებაზე, მოტყუებაზე და ამავდროულად ყველასთვის “ერთგულების ფიცის მიცემაზე”. კიდევ ვიმეორებ, ყველას გადაგდებაზე- დასავლეთი, ჩრდილოეთი, სამხრეთი, თუ აღმოსავლეთი. სამაგიეროდ მივიღეთ უზურპირებული ხელისუფლება,რომელიც ანგრევს სახელმწიფო ინსტიტუციებს, რომელიც სკამებს მხოლოდ “ბუას” მობრუნების შიშით ინარჩუნებს.(აღარავის ეშინია ამ “ბუასი”. )

ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ცხოვრების დონე უნდა იყოს მინიმუმ ორჯერ უკეთესი ვიდრე დღეს. მას უნდა ჰქონდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევანის გაკეთების უფლება. თუ გატარდება სწორი საგარეო და შიდა პოლიტიკა, ეს გააძლიერებს ეკონომიკას და აამაღლებს ხალხის ცხოვრების დონეს. დღესაც კი საქართველოს ბიუჯეტს აქვს იმის პოტენციალი, რომ ადამიანების სოციალური დონე გაუმჯობესდეს. ამ დროს ხალხი დღენიადაგ ლუკმაპურის ძიებაშია. მივიღეთ რა? კორუფციის ჭაობი და გაბატონებული მაფიოზური კასტა რამდენიმე ათეული მილიარდელისა, რომელიც გეომეტრიული პროგრესიით მდიდრდება ხალხის ხარჯზე. ის ან ხელისუფლებაშია, ან მის ახლო გარემოცვაში. ქართველი ხალხი იმსახურებს გაცილებით მეტს. მათი სიმდიდრე და არჩევანი დღემდე მოპარულია, ხოლო მათ ოჯახის სარჩენად საზღვარგარეთ უწევთ გადახვეწა, ან ბუნკერებში ქექვა.

ბოლოს ოჯახი. ეს ცნება ზოგადად ოცნებაში ბევრისთვის არ წარმოადგენს ღირებულებას და ამაზე აქ ბევრს არ დავწერ. ერთს ვიტყვი, რომ გუნდი იგივე ოჯახია და შენ, როდესაც მის ერთგულ წევრებს გამოიყენებ მოიხმარ, როგორც საგანს, მოისვრი სანაგვეზე, გაწირავ და ჩაანაცვლებ ბინძური ზონდერებით, შენ უკვე თვითონ ხარ ნაგავი.

დაფიქრდით ჯერ კიდევ ღირსებაშერჩენილები ჩემს ყველა სიტყვაზე, თორემ ხალხი, როდესაც საბოლოოდ გაიგებს სიმართლეს. მერე გვიანი იქნება.

P.S. მინდა ხაზი გავუსვა ერთ რამეს: მე “ოცნებაში” ყველა არ მყავს მხედველობაში, რამდენიმე იქაც დარჩა ღირსეული. ეს მათ არ ეხებათ, თუმცა ვაფრთხილებ, რომ ის ბინძური ღორები მათ გვერდით დასეირნობენ და ფრთხილად იყვნენ არ გაისვარონ ისინიც.

იფიქრეთ სანამ კიდევ არის დრო ….

სიმართლეზე დიდი იარაღი ამ ქვეყნად არ არსებობს.

P.P.S. მე ჩემი პირადული გვერდით მაქვს გადადებული. ის, თუ როგორ მომექეცით მე და ჩემს ოჯახს. შეკვეთილი მკვლელობა ვერ შედგა!

ADIOS “ AMIGOS “

თეგები: სახალხო პარტიასოსო გოგაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები
ახალი ამბები

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები

14:32 01-14-2026
ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის
ახალი ამბები

ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის

13:49 01-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved