• რეკლამა
  • კონტაქტი
07:32, სამშაბათი, 21 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ამაღლების დღესასწაული – “ეს სიტყვები უნდა გვახსოვდეს” – ილია მეორე

ალია ავტორი - ალია
00:54 06-10-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,598

აღდგომიდან მეორმოცე დღეს უფალმა იესო ქრისტემ დალოცა მოწაფები და ლოცვის დროს ამაღლდა ზეცად. შესცქეროდნენ მოციქულები  და ხედავდნენ, თუ როგორ შორდებოდათ უფალი. ამ დროს მათ გამოეცხადნენ ანგელოზები და უთხრეს: როგორც ხედავთ დიდებით ამაღლებას უფლისა, ისე იქნება მისი დიდებით მოსვლაც.

გამოცხადების შემდეგ მოციქულები გამობრუნდნენ სიხარულითა დიდითა, რადგან უფალმა მათ და მთელ ქვეყანას უთხრა:

„მე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა, ამინ“.

ქადაგება ამაღლების დღესასწაულზე – ილია მეორე – 2009 წ.

„უფალი ბრძანებს: „სადაც ორნი ან სამნი შეიკრიბებიან ჩემი სახელით, –
მე მათ შორის ვარ“. ამიტომ ვართ დარწმუნებულნი, რომ დღესაც
ჩვენ შორისაა უფალი და ვმადლობთ მას ამ დიდი წყალობისათვის!“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს – ამაღლებას უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი! გუშინ იყო წარგზავნა აღდგომის დღესასწაულისა და ამ წელიწადში უკანასკნელად ვიგალობეთ „ქრისტე აღდგა!“

გოლგოთა, ჯვარცმა, აღდგომა და ამაღლება საოცრად დაკავშირებულია ერთმანეთთან; ეს არის ის გზა, რომელიც უნდა განვლოს ყოველმა ადამიანმა და ყოველმა ერმა. აღმოსავლურ ფილოსოფიაში ვკითხუ ლობთ: „ჰოი, მწუხარებავ, შენ საწყისი ხარ სიხარულისა და ჰოი, სიხარულო, შენ საწყისი ხარ მწუხარებისა“. ადამიანის ცხოვრება სულ ასეთი ცვალებადია, მაგრამ ამას არ უნდა შეუშინდეს ადამიანი. სიხარულის დროს ადამიანი არ უნდა მიეცეს განცხრომას, ხოლო მწუხარების დროს – სასოწარკვეთილებას.

სახარებაში წერია, რომ უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ დალოცა მოწაფენი და ლოცვის დროს ამალდა ზეცად. მას შესცქეროდნენ მოციქულები და სხვანიც და ხედავდნენ, თუ როგორ შორდებოდათ უფალი. ამ დროს მათ გამოეცხადნენ ანგელოზები და უთხრეს: როგორც ხედავთ დიდებით ამაღლებას უფლისა, ისე იქნება მისი დიდებით მოსვლაც. სახარებაში წერია, რომ ამ გამოცხადების შემდეგ მოციქულები გამობრუნდნენ სიხარულითა დიდითა. თითქოს გასაკვირია, მაცხოვარი დაშორდა მათ და მოციქულები გახარებულები არიან. მაგრამ ისინი გახარებულნი იყვნენ იმ სიტყვების გამო, რომელიც უფალმა მათ და მთელ ქვეყანას უთხრა: „მე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა, ამინ.“ ეს სიტყვები უნდა გვახსოვდეს, – უფალი ჩვენთანაა! მაცხოვარი ბრძანებს: „სადაც ორნი ან სამნი შეიკრიბებიან ჩემი სახელით, – მე მათ შორის ვარ“. ამიტომ ვართ დარწმუნებულნი, რომ დღესაც ჩვენ შორისაა უფალი და ვმადლობთ მას ამ დიდი წყალობისათვის!

მოციქულებს ჰქონდათ შესანიშნავი და საოცარი წესი: როცა ტრაპეზზე სხდებოდნენ ხოლმე, – აუცილებლად ტოვებდნენ ორ თავისუფალ ადგილს: ერთს მაცხოვრისთვის და ერთს ღვთისმშობლისათვის. მათ სწამდათ, რომ მაცხოვარი და ღვთისმშობელი უჩინრად მათთან იყვნენ. მოციქულების ეს ტრადიცია მთელ მსოფლიოში მარტოოდენ საქართველომ შეინარჩუნა, როცა ჩვენ ტრაპეზზე ვსხდებით, პირველი სასმისით უფალი იდიდება, ხოლო ბოლო სასმისი აუცილებლად ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სადიდებელია. ეს ტრადიცია, სუფრის ეს კულტურა, არ აქვს არც ერთ სხვა ეკლესიას, არც ერთ სხვა ერსა თუ ქვეყანას.

დღევანდელი დღესასწაული ორმაგდება იმ სიხარულით, რომ დღეს ჩვენთან ბრძანდებიან უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულენი. ისინი ჩამოვიდნენ საქართველოში, რათა მოეფერონ სამშობლოს. გულითადად მოგესალმებით ყველას, ვინც ჩამობრძანდით უცხოეთიდან. მინდა შეგახსენოთ, რომ თქვენი წინაპრების სული, მათი ძვლები აქ არის, საქართველოშია. ამიტომ, ადრე თუ გვიან, სამშობლოში დაბრუნებაზე უნდა იფიქროთ. საქართველოს ეკლესია მუდამ ცდილობდა ჩვენი ერის გამთლიანებას. მინდა გითხრათ, რომ თქვენ აქ სტუმრები არ ხართ, თქვენ მასპინძლები ხართ საქართველოში! და ჩვენ ველოდებით თქვენს დაბრუნებას. გადაეცით ჩვენი სალამი და მოკითხვა უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს.

ღმერთმა დაგლოცოთ! დღეს ჩვენ ვლოცავთ ამაღლობელთა გვარს. ეს ცნობილი გვარია, მათ ბევრი დიდი ადამიანი აჩუქეს ქვეყანას.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგამრავლოთ. ღმერთმა მოგცეთ რწმენა, სიყვარული და სასოება!

კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ ამაღლების დღესასწაულს! ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი ამთლიანებს და ეშმაკი ჰყოფს. ინებოს უფალმა, რომ გამთლიანდეს ქართველი ერი და ბედნიერი იყოს ჩვენი ქვეყანა! ღმერთმა დალოცოს, გაახაროს, გააძლიეროს, გაამთლიანოს და დაამშვიდოს სრულიად საქართველო, ამინ!

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №18, 2009 წ.

თეგები: ამაღლება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ეპილაცია
ახალი ამბები

ალექსანდრიტი, დიოდი, თუ ნეოდიუმი? – მითები და სიმართლე ეპილაციის ტიპებზე

14:49 07-20-2026
თიბისის და FMO-ს პარტნიორობა – $210 მილიონი ბიზნესების და მწვანე ინიციატივების მხარდასაჭერად
ახალი ამბები

თიბისის და FMO-ს პარტნიორობა – $210 მილიონი ბიზნესების და მწვანე ინიციატივების მხარდასაჭერად

14:01 07-20-2026
Euromoney-მ თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა

16:22 07-17-2026
განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის – მიიღეთ შანსი იმოგზაუროთ Disneyland-ში
ახალი ამბები

განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის – მიიღეთ შანსი იმოგზაუროთ Disneyland-ში

16:00 07-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved