• რეკლამა
  • კონტაქტი
15:06, სამშაბათი, 12 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამ ვიდეოს გამოქვეყნების მერე ბასრი მახვილია ოპოზიციის ხელში და თუ თავად ვერ მოიფიქრეს, აგერ ვეუბნები “ალიას” მეშვეობით ექსკლუზიურად” – ინტერვიუ ყოფილ ძალოვანთან

ალია ავტორი - ალია
01:35 11-09-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
50

გიორგი ჯავახაძე, ალია

 „ალიას“ ესაუბრება ყოფილი ძალოვანი, რომელიც საბჭოთა კავშირის დროიდან მოყოლებული, არაერთი ქვეყნის ძალოვან სტრუქტრაშია ნამუშევარი, ამჯერად კი უნგრეთში ცხოვრობს და აქტიურად ადევნებს თვალს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. მან ამჟამად, საჯაროდ ვინაობის გამხელისგან თავი შეიკავა.

– ნახეთ ვიდეო, რომელიც პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა? რა ჩანს ამ ვიდეოზე?

– დავიწყებ იმით, რაც არ ჩანს. ბოლო ორი კვირაა, „ოცნება“ ტესტავს, რომელი ვარიანტი გამოაგდონ გარეთ, მიშა არ შიმშილობს, თუ მიშა ნარკომანია? იმსჯელეს, იმსჯელეს, დატესტეს, დააწერინეს კიდეც ვიღაცებს, მაგრამ ვერ აიყოლიეს ხალხი. მეორეა კიდევ, უკრაინის სახალხო დამცველი, როგორც აქამდე ჩამოვიდა, ისე ჩამოვა მეორედაც და განმეორებით შემოწმებას ჩაატარებს – ამიტომ, ეს ნაბიჯი სახიფათოც იყო. ამიტომ აირჩიეს მეორე გზა – მიშა ჭამს – ოღონდ იმას ვეღარ ამბობენ, თუ ჭამს, შიმშილობის შეწყვეტაზე ოქმს რატომ არ ადგენენ? ანუ, შიმშილობა ქვია, ხო, რასაც ჭამს იმ ჭამას? მაშინ სადაო რა არის? ამ ვიდეოში გამოჩნდა ის, რომ მიშა რეალურად დასუსტებულია, სამ კოვზს ჭამს და იმის ჭამაც უჭირს. კუჭის რეზექციის ამბავი – კრახით დასრულდა, რიცხვიც კი ვერ „გაარტყეს“, მაგ ვითომ ოპერაციის დროს, მიშას ოფიციალური შეხვედრები ჰქონდა. ამ ვიდეოთი ორი რამ გამოჩნდა – მიშა მართლაც დასუსტებულია და არ ჭამს და მეორე – ოცნება „ვრედნია“, აფუჭებს და არ იცის რატომ აფუჭებს. აი, ის კი, რაც არ გამოჩნდა ამ ვიდეოში, ესაა – ამ ვიდეოში არ გამოჩნდა მიშას ნარკომანობა. ამ ვიდეოს გავრცელების მერე, „ოცნება“ ვეღარასოდეს ვეღარ მოახერხებს ამ თემაზე აპელირებას. პირდაპირ გეტყვით, მიშა შიმშილობასთან ერთად, დღეში 30-50 გრამი დანამატით დამატებით ნარკოტიკს რომ იღებდეს – უკვე მკვდარი იქნებოდა. ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. მიშას ნარკომანობა ზღაპარია. მიშას იმდენად უყვარს თავისი თავი და საპირისპირო სქესი, იმდენად უფრთხილდება თავს და მამაკაცურ პოტენციალს, არ არის ნარკოტიკის მოყვარული, იგი სიგარეტის მოყვარულიც კი არაა. მას უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა, მას უყვარს თეატრალიზება, პატივმოყვარებაა მისი ნარკოტიკი.

ეს ვიდეო ერთადერთი მიზნით გამოქვეყნდა, მოხდეს მიშას კომპრომიტირება, ააა, აიიი, გამოგიჭირე – ამ ხალხისთვისაა გათვლილი და არ აქვს არანაირი სამართლებრივი საფუძველი, რადგან, ციხის ადმინისტრაცია არც ამტკიცებს, რომ მიშა არ შიმშილობს, ფურცელზე ამას ვერ წერს, ამბობს, სამართლებრივად კი, შიმშილობს, მაგრამო… ხოდა, რამდენად ჰქონდათ მაშინ ვიდეოს გამოქვეყნების სამართლებრივი საფუძველი? ამის გამოძიება უნდა მოხდეს აუცილებლად. ოპოზიციას ახლა ერთი რამ უნდა გაეკეთებია, რაც არ გააკეთა – მას უნდა დაესვათ კითხვა – ხომ არ წამლავენ ციხეში მიშას? რატომ აჭმევენ მას სამედიცინო ოთახში და რას აჭმევენ? გამეთხოვა ყველა დღის კვების რაციონის ოქმები და ნიმუშები! თუ სახელმწიფო ამბობს, რომ მიშა დოკუმენტების მიხედვით შიმშილობს, მაგრამ ის ცალკე გაჰყავთ და ექიმების რჩევებით რაღაცებს აჭმევენ – დასვა ვინმემ კითხვა, იცის ვინმემ რას აჭმევენ? საკანში არ ჭამს და გაჰყავთ და აჭმევენ, ხო? მაშინ შემოწმებული იქნას ყველა პროდუქტი, გამოითხოვონ ყოველი დღის კვების რაციონის ოქმი, რა იყო იმ 30 გრამში, რასაც ყოველ დღე აძლევდნენ – დასვან ეს კითხვა და ყველა დოკუმენტი გამოითხოვონ ციხიდან სასამართლოს მეშვეობით. მე ასე გავაკეთებდი ოპოზიციის ადგილზე – ეს იქნებოდა ადეკვატური პასუხი და თავად თუ ვერ მოიფიქრეს, აგერ ვეუბნები „ალიას“ მეშვეობით ექსკლუზიურად. ბასრი მახვილია ახლა ამ ვიდეოს გამოქვეყნების მერე ოპოზიციის ხელში და უნდა იმოქმედოს.

სააკაშვილმა ისე დაალაგა ჭადრაკი უკვე ამასობაში, რომ ვერც ხელისუფლება და ვერც ოპოზიცია ვერაფერს გააკეთებს მის გარეშე, მასზეა დამოკიდებული ხელისუფლებაც, მის გამოშვებასაც გადაჰყვება „ოცნება“ და მის სიკვდილსაც. ამიტომ, უნდათ მისი დისკრედიტაცია, ჭამსო, მერე? ჩანს, რომ დასუტებულია? ჩანს. გახდება ცუდად და წაიყვანენ კლინიკისკენ და მიიყვანენ კი კლინიკამდე? ან რა უნდა მერე კლინიკდან მიშას გამოყვანას? და გლდანის ციხეში რომ გადაიყვანონ, როდემდე გააჩერებენ იქ? როდესმე იქედანაც მოუწევთ მაინც სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა, რადგან იქ რომ რამე მოუვიდეს, წარმოუდგენიათ რა მოჰყვება ამას? ხოდა, მერე სად კლინიკიდან მიშას დახსნა და სად ციხიდან? მიშა ახლა, დღეს ათამაშებს ოცნებას და ოპოზიციას ისე, როგორც მას უნდა.

– საუბარია იმაზეც, რომ იგი შეიძლება 23 ნოემბერს უკვე თავისუფალი იყოს ციხიდან.

– ხვალ გამოვა, თუ ზეგ, 23-ში დაჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან, ასე აქვს აშკარად ჩაფიქრებული და იტყვის, დამთავრდა ეს 18 წელი, ჩემი 9 წელი და ოცნების ცხრა წელი და ვიწყებთ თავიდან შენებას. 23-შივე დაიწყებს კონსულტაციებს, მაგრამ 23-ში რომ გამოვიდეს ციხიდან, იგი იქნება სუსტად, იქნება მოსაძლიერებელი, ამიტომ მგონია, მანამდე გამოვა და 23-ში კი გამარჯვების გაფორმება ექნება ჩაფიქრებული. მერე დაიწყება კონსულტაციები, ვინ დარჩება ოცნებიდან და ვინ – არა. მათი დიდი ნაწილი, ვინც ნაცებიდან მოვიდა ხელისუფლებაში, ალბათ, დარჩებიან. მაგალითად, რატომ უნდა მოიშოროს კალაძე? იტყვის, ქალაქის მერად, რაღაცა ვერ გაქაჩა, მაგრამ, მოდი, ენერგეტიკის მინისტრად გავუშვებო – ვერა? მიუხედავად ჩემი პერსონალური დამოკიდებულებისა მიშასადმი,მიუხედავად იმისა, რომ ვისურვებდი, სხვა ყოფილიყო ამ როლში და არა ის, მე მგონია, იგი შექმნის ძლიერ სპეცსამსახურს, ისეთს, რომელსაც ვინატრებდი და მეც მიკვირს, ამას რომ ვამბობ, მაგრამ დიდი სიამოვნებით ჩამოვიდოდა და დავეხმარებოდი მას ამ საქმეში. ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია, ისეთი სპეცსამსახურების შემქნა, როგორიც ისრაელს ჰყავს, ისრაელის სპეცსამსახურის და რაც მთავარია, ამ ვითარებაში, წყალივით გვჭირდება. მიშას მმართველობის დროს, ძალისმიერი მეთოდები მეტი იყო სპეცსამსახურში, ახლა ამას, ვფიქრობ, იგი უკვე შეცვლის, გაითვალისწინებს ძველ შეცდომებს. მაგალითად, რომან შამათავა კარგი შემსრულებელი იყო, მაგრამ არ ჰყავდა კარგი მეთაური. ნაციონალების დროს, სპეცსამსახურების პრობლემა იყო ის, რომ ხშირად შემსრულებელი და მეთაური იყო ერთიდაიგივე ადამიანი და მეგის ქარდავა ამის ნათელი მაგალითია, ქარდავა იყო კარგი შემსრულებელი და როგორც მეთაური იყო – 0. ახლა იგივე შეცდომებს აღარ გაიმეორებს მიშა. მას უკვე გამადიდებელი შუშით დააკვირდებიან.

– ვრცელდება ინფორმაცია, რომ სააკაშვილმა გარანტიები მიიღო ევროპისგან და არა ამერიკისგან.

– დიდი ბრიტანეთის გარდა ევროკავშირიდან რომელს შეუძლია დამოუკიდებელი სიტყვის თქმა? ეს გარანტიები ამერიკის დავალებით მისცა დასავლეთმა მიშას. თუ დააკვირდებით, ამერიკელები სხვა ქვეყნებში არ ალაპარაკებენ ამერიკელებს, ისინი ცდილობენ,. ადგილობრივი ადამიანები ალაპარაკონ. სწორედ ამიტომ თვლიან, რომ ევროპამ უფრო ხმამაღლა უნდა ილპარაკოს, ვიდრე ამერიკამ, რადგან, ჩვენ ევროპის მეზობლები უფრო ვართ, ვიდრე ამერიკის. რუსეთიც ამიტომაა ასე ჩვენ მიმარ განწყობილი, მეზობელი რომ ვართ, თორემ, ისე რაში ვაინტერესებთ? მეზობელი ვართ და შეიძლება ერთ დღეს ბომბი შეუგდო… დააკვირდით, როგორი იყო დიდი ბრიტანეთი აფრიკაში და როგორი იყო შოტლანდიაში?

თეგები: გიორგი ჯავახაძემიხეილ სააკაშვილიოპოზიციაპენიტენციური სამსახური

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა:  ინფლაციაში ადგილობრივი პროდუქტები დომინირებს, ლარი კი წონასწორულ ნიშნულზე სუსტია
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა: ინფლაციაში ადგილობრივი პროდუქტები დომინირებს, ლარი კი წონასწორულ ნიშნულზე სუსტია

14:41 08-12-2025
რა უნდა ვიცოდეთ დაბადების დღის წვეულების დასაგეგმად? – 7 საიდუმლო, რომელსაც პროფესიონალები იყენებენ
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ დაბადების დღის წვეულების დასაგეგმად? – 7 საიდუმლო, რომელსაც პროფესიონალები იყენებენ

22:38 08-11-2025
თიბისის განათლების შესაძლებლობები სტუდენტებისთვის: გაიცანით ანი გოგია
ახალი ამბები

თიბისის განათლების შესაძლებლობები სტუდენტებისთვის: გაიცანით ანი გოგია

15:47 08-11-2025
როგორ გადავარჩინოთ კბილი ამოღებას? – 4 რჩევა, რომელიც ჯანსაღ კბილებს შეგინარჩუნებს
ახალი ამბები

როგორ გადავარჩინოთ კბილი ამოღებას? – 4 რჩევა, რომელიც ჯანსაღ კბილებს შეგინარჩუნებს

14:35 08-11-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved