• რეკლამა
  • კონტაქტი
01:50, შაბათი, 28 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამ ვადის გასვლის შემდეგ, აუცრელები დათხოვნილი იქნებიან სისტემიდან” – რა განცხადება გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო სამედიცინო სამსახურმა

ალია ავტორი - ალია
17:26 07-27-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
30

ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი ექიმი, ზურაბ გურული:

“à la guerre comme à la guerre

——————————

ამერიკის სახელმწიფო სამედიცინო სამსახურმა, ვეტერანების ჯანდაცვის სისტემამ დღეიდან სავალდებულო გახადა კოვიდ-აცრა სისტემის ყველა რანგის სამედიცინო მოსამსახურისათვის. დღეიდან 8 კვირა ეძლევა ყველა ექიმს, ექთანს, სანიტარს, სამედიცინო ტექნიკოსს, რომ აცრის პროცესი დაასრულოს; ამ ვადის გასვლის შემდეგ აუცრელები დათხოვნილი იქნებიან სისტემიდან.

ორი დღის წინ AHA-მ, ამერიკის ჰოსპიტალთა ასოციაციამ, რომელიც დაახლოებით 5 ათას კლინიკას აერთიანებს, მხარი დაუჭირა ჯანდაცვის მუშაკების საყოველთაო და სავალდებულო ვაქცინაციას. ასე რომ, მხოლოდ დროის ამბავია, სანამ აცრა სავალდებულო გახდება ყველასათვის, ვისაც სოციუმის ინტელექტუალური მონაპოვარით სარგებლობა სურს.

ველოდი ამ გადაწყვეტილებებს და არ გამკვირვებია. კოვიდი არ ჩერდება. ლაბორატორიაში შექმნილ ვირუსს დიდი ალბათობით განსხვავებული ქცევის ლოგიკა აქვს ბუნებრივთან შედარებით, რომელიც თავად “მშვიდდება” გარკვეული დროის შემდეგ. მიკროსამყაროსა და მაკროსამყაროს ჩვეული ომის ბალანსი დაირღვა, რადგან მიკროსამყაროს მხარეს მაკროსამყაროს წარმომადგენლები დადგნენ და ერთად შეუტიეს კაცობრიობას.

ეს ომია; დაუნდობელი ჰიბრიდული ომი. ომში კი სამხედრო კანონები მოქმედებენ.

ირღვევა ადამიანთა პირადი თავისუფლება? ეს ძალდატანებაა? იძულებაა?…

არგუმენტები უთვალავია. კამათი დაუსრულებლად შეიძლება გაგრძელდეს. მაგრამ … თუ ომია, შესაბამისი მსხვერპლი ყველამ უნდა გაიღოს, რათა გამარჯვების შედეგით ერთნაირად ისარგებლოს. ასეთია ომის კანონი. ამიტომ à la guerre comme à la guerre…”

თეგები: ზურაბ გურული

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved