• რეკლამა
  • კონტაქტი
15:03, ორშაბათი, 21 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,ამ უდიდესი პრობლემის მოგვარება არასოდეს უცდია პატრიარქ ილია მეორეს, და ვფიქრობ არც აწყობდა” – დეკანოზი ილია ჭიღლაძე

ალია ავტორი - ალია
01:42 07-16-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
114

დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში წერს:

,,მთელმა ერმა ვიცით, რომ მთელი ეს წლები და ათწლეულებიც განსაკუთრებული მნიშვნელობის და პოპულარობის მქონე ტაძრები და არა მარტო იქ: სვეტიცხოველი, გელათი, სამება, მცხეთის ჯვარი, ქაშვეთი, დიდუბე, და ა.შ. პირდაპირ სავაჭრო ცენტრებად ჰქონდათ ქცეული მღვდლებს, ნათლობებზე, წესის აგებებზე და ჯვრისწერებზე დაწესებული ჰქონდათ არალეგალურად ფასები და მეჯვარეებს, ნათლიებს, ჭირისუფლებს ბლომად ფულს სძალავდნენ. ალბათ ახლაც ასეა ყველა მათგანში თუ არა, ზოგგან მაინც. ყოველთვის მიკვირდა რომ მცხეთა-თბილისის ეპარქიის მმართველი პატრიარქი და გარკვეული ეპისკოპოსები კონკრეტულ ეპარქიებში რატომ უშვებდნენ მღვდლების მიერ ხალხის ძარცვას, მაშინ როდესაც ოფიციალურად არაა ეს საქმე სანქცირებული და დაკანონებული მათ მიერ. არის სხვა ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიები მსოფლიოში, სადაც ოფიციალურად დაწესებულია ფასები საეკლესიო წესებზე, საჯაროა ეს, ყველამ იცის და მომზადებულია წინასწარ, ფულის გადახდა აღირიცხება ოფიციალურად და საეკლესიო შემოსავლების რეესტრში ფიქსირდება, მაგრამ ჩვენთან ხომ ასე არაა, ჩვენთან ეს თვითნებურად, არალეგარულად ხდება, შესაბამისად იგი მორალურ-კანონიკურად დანაშაულებრივი გამომძალველობითი პროცესია. საბჭოთა პერიოდის შემდგომ ზოგმა უფრო სინდისიერმა ეპისკოპოსმა თავის ეპარქიაში აკრძალა ასეთი რამ, მაგრამ ეს არ ხდებოდა პატრიარქის კუთვნილ მცხეთა-თბილისის ეპარქიაში, ბევრ სხვა ეპარქიაში, სადაც ხალხის ძარცვა მასშტაბურად მიმდინარეობდა მუდამ. ჩემი სასულიერო აკადემიის სტუდენტობის პერიოდში ძალიან ცდილობდა ამ მანკიერების მოშთობას მაგალითად სვეტიცხოველში იმდროინდელი წინამძღვარი, მამა ისააკი, თუმცა ადგილობრივი მღვდლების ნაწილის დიდ წინააღმდეგობას აწყდებოდა. ახლა არ ვიცი რა ხდება კონკრეტულად იქ, მაგრამ ბევრგან ეს არალეგალური ძარცვა რომ გრძელდება, ეს ფაქტია და ამაზე მთელი ერი დუმს, მხოლოდ ჩუმად ჭორაობენ. მღვდლების მიერ ფულის გამოძალვები ერთერთი ყველაზე გახმაურებული დამაბრკოლებელი ფაქტორი იყო საქართველოში მეოცე საუკუნის მეორე ნახევარშიც და ოცდამეერთე საუკუნის პირველ ოცწლედშიც, ეს რაც ცოცხალი გამოცდილებით ვიცი, უფრო ადრე რა ხდებოდა ეს უფრო წმინდად ისტორიის მეცნიერების საგანია და დღევანდელობას სცდება: ფეოდალურ პერიოდში საეკლესიო გადასახადები ფიქსირებული იყო ოფიციალურად, მეფის რუსეთის პერიოდშიც რეგულირდებოდა, აი საბჭოთა პერიოდიდან კი შავი ბუღალტერია ფართოდ დაინერგა საქართველოს ეკლესიაში და დღემდე ინერციით გრძელდება. ამ უდიდესი პრობლემის მოგვარება არასოდეს უცდია პატრიარქ ილია მეორეს, და ვფიქრობ არც აწყობდა, მაგალითად სიონის, სვეტიცხოვლის, ქაშვეთის სანთლის და საეკლესიო მაღაზიათა შემოსავალი რომ მთლანად მას მიჰქონდა, ან დიდუბის ტაძრისა მის დას, იქაურ მღვდლებს არსებობა ხომ უნდოდათ, ხოდა ჰყავდა ასე საყაჩაღოდ მიშვებულები ხალხზე. ეს სქემა მუშაობდა ბევრი ეპისკოპოსის მიერაც საქართველოს მთელ რიგ ეპარქიებში, რადგან ტაძრის ნავაჭრი თანხები მათ მიჰქონდათ (მიაქვთ). მაგალითად, ერთი ეპარქიის მღვდელი მიყვებოდა: ჩემი სოფლის ეკლესიის სანთლის და სხვა გასაყიდ საეკლესიო ნივთების შემოსავალი მთლიანად ეპისკოპოსისააო. თვის ბოლოს ვაბარებ ტრადიციულად და ამას წინად 80 ლარი იყო მარტო, ავიღე და მივუტანე მის თანაშემწესო. საღამოს გამწარებული მირეკავს ეპისკოპოსი და მიყვირის ტელეფონში: 80 ლარის მოტანა როგორ გაბედე, ასი მაინც მოგეტანა, მეორეჯერ ასეთი რამ აღარ გამიბედო, თორემ როგორც გაკურთხე, ისე გამოგაკურთხებო. ეს დაახ. 5 წლის წინანდელ ფაქტს გიყვებით, ეს ეპისკოპოსი ახლაც იმ ეპარქიის მმართველია და აგრძელებს ალბათ მღვდლების წურვას, უვარგისი საბჭოთა ჩამოსხმაა, თან ფსევდო მეცნიერი, ამორალური ფსიქოპატი. ასეთ ეპისკოპოსს ერთი დღეც არ ავიტანდი, მაგრამ ფაქტია ითმენენ მღვდლები მონური მორჩილებით, ესაა მწარე რეალობა და ეკლესიის დაქცევის მთავარი მიზეზიც, მღვდლები ვერ ბედავ შიდასაეკლესიო პრობლემებზე ხმის ამოღებას.”

თეგები: დეკანოზი ილია ჭიღლაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება – „მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა“
ახალი ამბები

თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება – „მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა“

14:45 09-21-2026
მზად მომავლისთვის – საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ
ახალი ამბები

მზად მომავლისთვის – საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ

13:10 09-21-2026
ჩაირთე ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტები სპეციალური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტები სპეციალური პირობით!

12:54 09-21-2026
Სელფი გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულის მონაწილეა
ახალი ამბები

Სელფი გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულის მონაწილეა

12:32 09-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved