• რეკლამა
  • კონტაქტი
19:14, პარასკევი, 23 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამ ტურნირის წინ ტურისტივით ჩამოიყვანეს, საჭმელი მომეწონაო, დღემდე პეტერბურგში ვარჯიშობს” – მერაბ მეტრეველი

ალია ავტორი - ალია
14:15 01-30-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
743

ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი საქართველოს სახელით მოასპარეზე რუსი სპორტსმენის, ანასტასია გუბანოვას გამარჯვებას ეხმაურება და წერს:

„ესე იგი, ამ ანასტასია გუბანოვას ამბავი რომის პაპზე ტოლერანტულებმა ეგრევე ეთნიკურობასთან დააკავშირეს, რუსი რომაა იმიტომ არ გაგიხარდათო. შეიძლება ვიღაცას ამის გამოც არ გაუხარდა (არ ვიცი), მაგრამ ჩემთვის მისი ეთნიკურობა მეასეხარისხოვანი ამბავია.

სპორტსმენის წარმატებასთან რაიმე ემოციური ბმა რომ მქონდეს, ეს სპორტსმენი რაღაცით მაინც უნდა იყოს დაკავშირებული ჩემს ქვეყანასთან. მაგალითად, შეიძლება არ იყოს ქართველი, მაგრამ იყოს ქართული სპორტული სკოლის აღზრდილი (ვიქტორ სანეევი რუსი იყო, მაგრამ ქართველებმა მეოცე საუკუნის საუკეთესო ქართველ სპორტსმენად დავასახელეთ).
ან შეიძლება მეროე ვარიანტი იყოს: უცხოური სპორტული სკოლის აღზრდილი იყოს, მაგრამ წარმოშობით იყოს ქართველი. ანუ რაღაც მაინვ აკავშირებდეს საქართვლეოსთან
ანასტასია გუბანოვას შემთხვევა კი არცერთი არაა. შესაბამსიად მისი შედარება გუცავეთან, ან ვინმე სხვა ქართველ სპროტსმენტან სრულიად არაადეკვატური საქციელია. მან 2021 წელს გადაწყვიტა საქართველოს სახელით გამოსვლა, რადგან რუსეთში კონკურენციას ვერ უძლებდა (ახლაც დიდი ალბათობით იმიტომ მოიგო, რომ ტურუნირზე რუსეთი არ იყო დაშვებული). ჩვენს ქვეყანაში ამ ტურნირის წინ ტურისტვით ჩამოიყვანეს (საჭმელი მომეწონაო) და სულ ესაა მისი კავშირი საქართვლეოსთან. დრემდე პეტერბურგში ვარჯიშობს რუს მწვრთნელებთან.
მისი მედალი, რა თქმა უნდა, ფორმალურად დიდი წარმატებაა ქართული სპორტისთვის, რადგან პირველად ავიღეთ სპორტის ამ სახეოპბაში ოქრო, პირადად მას სულით და გულით ვულოცავ, რადგან არაფერს ვერჩი, მაგრამ ეს თავიდან ბოლომდე ისევ ფიგურული სრიალის რუსული სკოლის გამარჯვებაა. შესაბამისად მისი გამარჯვების მნიშვნელობას კი ვაცნობიერებ, მაგრამ ემოციური ბმა ვერ მაქვს. სულ ესაა. ვისაც გაქვთ გაგიმარჯოთ!
ვახ, რავა ყველაფერი უნდა დაგიღეჭოთ!“

ცნობისთვის, ფინეთის ქალაქ ესპოოში მიმდინარეობს ევროპის ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში, საქართველოს სახელით მოასპარეზე ანასტასია გუბანოვამ თავისუფალ პროგრამაში – 130.10, საერთო ჯამში კი 199.91 ქულა მოაგროვა და ევროპის ჩემპიონი გახდა. სპორტსმენი 2021 წლიდან საქართველოს სახელით გამოდის.

თეგები: მერაბ მეტრეველი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:06 10-23-2026
ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია

13:48 10-23-2026
სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს
ახალი ამბები

სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს

13:10 10-23-2026
თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ

15:29 10-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved