• რეკლამა
  • კონტაქტი
16:24, ოთხშაბათი, 21 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამ თვითმფრინავში ჩატენეს მოტაცებული ბაჩიაშვილი!” – გრიგოლია

ალია ავტორი - ალია
16:56 05-29-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
396

ჟურნალისტი, ინგა გრიგოლია, გამოცემა BMG-ის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ  26 მაისს აბუ-დაბიში GMT დროით 12:39-ზე, ანუ ადგილობრივი დროით 15:23-ზე დაეშვა “ჯორჯიან ეარვეისის” VIP ბორტი 4L-TGB, Bombardier CRJ, ეხმაურება და წერს:

ჯორჯიან ეარვეისის” VIP თვითმფრინავი 26 მაისს აბუ-დაბიში იმყოფებოდა – სარადარო ინფორმაცია.
 და ამ თვითმფრინავში ჩატენეს მოტაცებული ბაჩიაშვილი!!

BMG–ის ცნობით, აღნიშნული ხომალდი რეგულარულად გამოიყენება საქართველოს მთავრობის ვიზიტებისთვის, კომპანია მას ასევე სხვადასხვა კლიენტებზეც აქირავებს.

დღეს სასამართლო სხდომაზე გიორგი ბაჩიაშვილმა განაცხადა, რომ ის სწორედ “ჯორჯიან ეარვეისის” Bombardier-ის მეშვეობით ჩამოიყვანეს. მედიაში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბაჩიაშვილი აბუ დაბიში, სასტუმროში დააკავეს.

მედიის ინფორმაციით, ქართულ ხომალდს ფრენის 2/3-ზე გამორთული ჰქონდა სანავიგაციო გადამცემი და ის მხოლოდ სპარსეთის ყურის თავზე დაფრენამდე 20 წუთით ადრე ჩართო, შესაბამისად, საჯარო მონაცემთა ბაზაში არ იძებნება ინფორმაცია, რომელი ქვეყნიდან გამოფრინდა აღნიშნული ბორტი. დაშვების შემდეგ GMT დროით 14:25 წუთზე, ანუ ადგილობრივი დროით 18:25 წუთზე ხომალდი აფრინდა და სპარსეთის ყურის თავზე სანავიგაციო გადამცემი ისევ გამორთო, შესაბამისად უცნობია თუ სად დაეშვა აღნიშნული ხომალდი.

BMG–თან ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეის” ამბობს, რომ კერძო შეკვეთებისთვის მსურველები მათ ბორტს ყოველდღე ქირაობენ, პერსონალურ მონაცემებს კი, მგზავრების შესახებ არ გასცემენ. კითხვას, არც მაშინ, თუ დანაშაულის ნიშნებს შეიცავს? – ავიაკომპანიამ არ უპასუხა.

რაც შეეხება ჩვენს სამთავრობო თვითმფრინავს, ბორტი ტექნიკური შემოწმებისთვის დიდი ხანია საზღვარგარეთაა და არ ემსახურება მგზავრებს”, – განაცხადეს “ჯორჯიან ეარვეისში”.

ივანიშვილის დავალებით გამიტაცეს, 2 დღე თვალახვეული მატარეს – გიორგი ბაჩიაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქართული კომპანიების Orbi Group-ისა და Block Group-ის ხელმძღვანელები თეთრ სახლში საშობაო წვეულებას დაესწრნენ
ახალი ამბები

ქართული კომპანიების Orbi Group-ისა და Block Group-ის ხელმძღვანელები თეთრ სახლში საშობაო წვეულებას დაესწრნენ

14:50 01-21-2026
თიბისი ვაჭრობის დაფინანსების საუკეთესო მიმწოდებელია საქართველოში – Global Finance-ის ჯილდო
ახალი ამბები

თიბისი ვაჭრობის დაფინანსების საუკეთესო მიმწოდებელია საქართველოში – Global Finance-ის ჯილდო

14:07 01-21-2026
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის — “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა” ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
ახალი ამბები

ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის — “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა” ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა

13:21 01-21-2026
სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

12:36 01-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved