• რეკლამა
  • კონტაქტი
09:22, სამშაბათი, 17 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამ სურათის უკან დიდი შრომა იმალება…” – გიგი უგულავა 20 წლის წინანდელ ფოტოს აქვეყნებს

ალია ავტორი - ალია
13:21 07-08-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,847

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა 20 წლის წინანდელ ფოტოს აქვეყნებს, სადაც მაშინდელი ოპოზიციონერები ერთ-ერთ აქციაზე ცოცხალ ჯაჭვში დგანან და ამ ფოტოს ისტორიას დღევანდელობის კონტექსტში იხსენებს. გიგი უგულავა წერს:

“2002 წელია, 7 თუ 8 ივლისი. მოკლედ, 20 წლის წინ. ამ სურათის უკან დიდი შრომა იმალება. პირველ რიგში არასამთავრობოების, სამოქალაქო საზოგადოების. ეს აქცია რომ შემდგარიყო მაშინდელი ნჯო-ები, რუსთავი2-ის დირექტორი ეროსი კიწმარიშვილი და ზოგადად ყველა ჩვენთაგანი, დავდიოდით ოფისიდან ოფისში – ზურაბ ჟვანისთან ვაშლიჯვარში, მიშასთან -საკრებულოში, სახლში, ოფისში, ახლებთან – ორთაჭალაში – ვთხოვდით, ვითხოვდით, ვაშანტაჟებდით, რომ ერთად ყოფილიყვნენ. რთული იყო. აბა ეგოები მაშინ გენახათ გინდათ პოლიტიკურ ლიდერებს და გნებავთ ენჯ ლიდერებს შორის. დღევანდელი ახლოსაც ვერ მივა. რთული იყო ამ დღის ორგანიზება. მერე ბევრჯერ დაიშალენ. 2003-ში ზურა და მიშა ხალხთან ერთად გარეთ აღმოჩნდა, ახლები – შევარდნაძესთან ერთად პარლამენტში. მაგრამ ეს ისტორიაა და ყველას თავის გზა აქვს. ეს პოსტი სხვა რამეზეა.

მაშინ სამოქალაქო საზოგადოება თავის მისიად იმედისმომცემი პარტიების და ლიდერების კოორდინაციას ვთვლიდით, მუდმივად ინტერაქციაში ვიყავით, ვეხმარებოდით. არავის თავში აზრად არ მოუვიდოდა – პოლიტიკოსები არ გვინდა! პირიქით, პოლიტიკოსების იძულებით ვიყავით დაკავებული რომ ერთად ემოქმედათ. აეღოთ პასუხისმგებლობა პროცესებზე. აბა მაშინ იყო თუ იყო პოლიტიკოსებზე დაკომპლექსების კამპანია, მაგრამ ყველას გვესმოდა, რომ პოლიტიკურ პროცესს არა ჩაკეტვა, არამედ მეტი ჩართულობა სჭირდებოდა. ასე გაგრძელდა 2003-შიც ვარდების რევოლუციის დროსაც.

დღეს პირიქით სურათს ვხედავთ, რაც ფუნდამენტურად მცდარად მეჩვენება. ჩემი აზრით, 20,24 ივნის-3 ივლისის აქციების სწორი ანალიზია საჭირო, რომ შემოდგომაზე იგივე შეცდომები არ განმეორდეს. ყველას გვესმის, რომ შეცდომის დაშვების უფლება აღარავის აქვს. ძალინ ცოტა დრო და ძალიან ბევრი რამე დევს სასწორზე

ჭეშმარიტების მომენტი დგება და ჩვენც მზად უნდა დავხვდეთ” წერს გიგი უგულავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?
ახალი ამბები

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?

20:05 03-16-2026
სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 
ახალი ამბები

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 

16:30 03-16-2026
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved