• რეკლამა
  • კონტაქტი
04:44, ხუთშაბათი, 12 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი მთავარი

„ამ სტატუსს რომ წაიკითხავ, 10-მდე დაითვალე და კომენტარი მერე დაწერე“ – ვახო სანაია

ალია ავტორი - ალია
13:34 02-07-2022
- მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
62

ჟურნალისტი ვახო სანაია რეჟისორ რობერტ სტურუასთვის 1,500 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და მასზე მდებარე შენობა – ნაგებობის სიმბოლურ ფასად – 1 ლარად გადაცემას სოციალურ ქსელში ეხმიანება:

“არ შეიგინო… არ შეიგინო… არ შეიგინოოო… ამ სტატუსს რომ წაიკითხავ, 10-მდე დაითვალე და კომენტარი მერე დაწერე. არ აჰყვე ემოციებს. მე ასე ვქენი, როცა წერას მოვრჩი.

კიდევ ერთი ბოდვა ქონების მართვის სააგენტოს განცხადებიდან…

ეკონომიკის სამინისტროში რუსთაველის თეატრიდან შუამდგომლობა შემოვიდაო. ეს შუამდგომლობები და კოლექტიური და ანონიმური წერილები ხომ ააღორძინა წულუკიანმა… მოკლედ, მივუბრუნდეთ შუამდგომლობას – ასე და ასეო, სტურუა მაგარი რეჟისორია და მიწის ნაკვეთი მიეცით, რომ სახლი აიშენოსო. დააკვირდით – სახლი აიშენოსო. კარგი. გავყვეთ ამ ლოგიკას…

ჯერ ერთი, მე რატომ უნდა ვიზრუნო მთელი ცხოვრება ფულის მამაძაღლობით შოვნით დაკავებული სტურუას სახლზე, როცა დევნილებს თავზე ენგრევათ ბინები, მაგრამ “ოკ”. უბრალოდ ლოგიკას გავყვეთ. რადგან ეგეთი მაგარი ტიპიაო, მივეცითო მიწა და “ვაბშე” რატომ გიკვირთო. ხომ გახსოვთ, მიწა სახლის ასაშენებლად უნდოდა სტურუას. აბა რა აღმოჩნდა. ეგ მიწა ფიქციურად ვიღაც თავის ტიპს გადაუფორმა და ამ გზით გაყიდა. ამაში მიიღო 221 ათასი დოლარი.

ქონების მართვის სააგენტო ხომ იძახდა, მაგ მიწას სახლის ასაშენებლად ითხოვდაო. ახლა როცა მიწა გაყიდულია, ეს სააგენტო თავის განცხადებაში ლამაზად წერს:

,,ქონების ეროვნული სააგენტოს განცხადების თანახმად, რაც შეეხება აღნიშნული უძრავი ქონების განკარგვის მართებულობის საკითხს მას შემდეგ, რაც მისი მესაკუთრე სახელმწიფო აღარ არის, ეს მათ კომპეტენციას აღარ განეკუთვნება”, – წერს სანაია “ფეისბუქი”-ს პირად გვერდზე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

“შუა დერეფანი და საქართველო” – თიბისი კაპიტალმა ბიზნესისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კვლევა წარუდგინა

18:51 11-11-2026
ბაზისბანკი ლეჩხუმში „ქორენიშული ვერანდის“ მხარდამჭერია
ახალი ამბები

ბაზისბანკი ლეჩხუმში „ქორენიშული ვერანდის“ მხარდამჭერია

18:42 11-11-2026
ოქტომბრის განახლებები მობაილბანკში – ახალი შესაძლებლობები მომხმარებლების ყოველდღიურობის გასამარტივებლად
ახალი ამბები

ოქტომბრის განახლებები მობაილბანკში – ახალი შესაძლებლობები მომხმარებლების ყოველდღიურობის გასამარტივებლად

14:26 11-11-2026
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში პირველად მოეწყო გამოფენა „Fashion Frames: სადაც სტილი კინოდ იქცევა”
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში პირველად მოეწყო გამოფენა „Fashion Frames: სადაც სტილი კინოდ იქცევა”

14:04 11-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved