• რეკლამა
  • კონტაქტი
06:11, ორშაბათი, 21 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ამ სიცრუეში, სიყალბეში, ფარისევლობაში, ორმაგ სტანდარტებში საქართველოს ადგილი ნამდვილად არაა“ – დავით ქართველიშვილი

ალია ავტორი - ალია
13:24 02-28-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
626

„ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი:

„ეხლა შემოგთავაზებთ ორ ტექსტს. ერთი აშშ-ს ყოფილ სახელმწიფო მდივან კონდოლიზა რაისს ეკუთვნის და საქართველოს ეხება?
“ახლა დავკარგეთ ფოკუსი საქართველოზე, სადაც ადამიანის უფლებები ირღვევა, ასევე პრობლემაა დამოუკიდებელი მედიის მხრივ. საქართველო ეხლა სწორი მიმართულებით არ მიდის”, – თქვა კონდოლიზა რაისმა.
ტექსტი მეორე, მომზადებულია
“გაეროს ადამიანის უფლებების მონიტორინგის მისიის მიერ” 2021 წლის ივნისში – იმ გაეროსი, “ხალხის ძალის” კანონპროექტით რომ აღშფოთებულა. ტექსტი ეხება უკრაინას, იქ განვითარებულ მოვლენებს პოლიტიკური ოპონენტებისა და მედიასაშუალებების დევნის კუთხით ?
ამ ანგარიშიდან, რომელიც გაეროს მონიტორინგის მისიის კვლევებს ასახავს, ჩვენ ვიგებთ, რომ: “უკრაინის სამი ცენტრალური ოპოზიციური ტელეარხების «112 Украина», Zik და NewsOne დახურვა, ხოლო მათი ქონების დაყადაღება, უხეშად არღვევს ადამიანის უფლებების სფეროს განკუთვნილ საერთაშორისო სტანდარტებს. 2021 წლის 2 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილმა განკარგულებამ მოქმედებაში მოიყვანა უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება, უკრაინის ოპოზიციის ლიდერის ტარას კოზაკის, მისი რვა კომპანიისა და სამი ტელეარხის მიმართ სანქციების დაწესების თაობაზე”.
“ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა სფეროს განკუთვნილ საერთაშორისო სტანდარტებს და თავის დადასტურების ნაწილში, არღვევს აუცილებლობისა და პროპორციულობის ბალანს – მით უმეტეს, რომ იგი არ იყო მიღებული დამოუკიდებელი ორგანოს მიერ” – გვამცნობს დოკუმენტი.
გარდა ამისა, გაეროს შეშფოთებას იწვევს “მტრულ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის გამო დასჯაზე” მიმართული კანონპროექტების მიღება, რომლებიც ეწინააღმდეგებიან აზრის თავისუფლად გამოხატვის პრინციპებსა და ასევე მშვიდობიანი შეკრებებისა და გაერთიანებების უფლების საერთაშორისო სტანდარტებს.
გაერომ ხაზი გაუსვა, რომ ადამიანის უფლებების დარგში უზენაესი კომისრის სამმართველო კვლავინდებურად აფიქსირებს უკრაინაში უფლებადამცველებზე, მედიის წარმომადგენლებზე და პოლიტიკურ მოღვაწეებზე თავდასხმების ფაქტებს. ხოლო განუკითხაობას და დაუსჯელობას ხელს უწყობს პოლიციური დანაყოფების მხრიდან არასათანადო რეაგირების გარემოება. გარდა ცენტრალური სამი ტელეარხისა, 5-წლიანი სანქციების ქვეშ მოხვდნენ ასევე რეგიონალური ტელეარხებიც:
«Новый формат», «Ариадна ТВ», «ТВ Выбор», «Партнер ТВ» და «Лидер ТВ»”.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, უკრაინა ევროინტეგრაციის გზაზე დღეს ლოცმანის და ფლაგმანის როლშია, ხოლო საქართველომ “ცივილიზებული განვითარების” გეზს გადაუხვია თურმე. ამ სიცრუეში, სიყალბეში, ფარისევლობაში, ორმაგ სტანდარტებში საქართველოს ადგილი ნამდვილად არაა. ჩემი ლამაზი, ბრძენი, ათას უბედურებას გამოვლილი და საამაყო სამშობლო – ამ გაუკუღმართებული ბნელეთის კლანჭებში მეცოდება და მისთვის არ მემეტება.“
თეგები: დავით ქართველიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო

14:28 09-18-2026
ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა
ახალი ამბები

ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა

13:59 09-18-2026
მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი
ახალი ამბები

მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი

13:56 09-18-2026
ახალი ამბები

თიბისი Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პარტნიორია

16:46 09-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved