• რეკლამა
  • კონტაქტი
05:19, ოთხშაბათი, 15 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამ შენობაში 2012 წელს ივანიშვილს და ხვედელიძეს ვიცავდი… დღეს 11 უდანაშაულო ადამიანი გყავთ განსასჯელის სკამზე” – ბესელია მოსამართლეს

ალია ავტორი - ალია
13:55 08-26-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,668

თბილისის საქალაქო სასამართლოში 11 პირის პროცესი მიმდინარეობს – ამ წუთებში სამი ადვოკატის სახელით დასკვნით სიტყვას კითულობს ანდრო ჭიჭინაძის უფლებადამცველი ეკა ბესელია.

ბესელია დღეს სასამართლოს წინაშე 33 გვერდიანი სიტყვთ წარსდგა და ასევე წარადგინა არგუმენტები, რომლითაც მისი თქმით, ბრალდებულების ბრალი ვერ დასტურდება.

ამ შენობაში ბოლოს – 2012 წელს გამოვედი, ჯერ კიდევ წინა რეჟიმის დროს – ვის ვიცავდი? ბიძინა ივანიშვილს და ეკატერინე ხვედელიძეს – მოქალაქეობა რომ დამებრუნებინა მათთვის.

იმ წლებში მოსამართლეებსაც ვიცავდი, ვისაც წინა რეჟიმი უსამართლოდ დევნიდა და მათი დაცვაც არ იყო უსაფრთხო. მაგრამ ვიცავდი, რადგან ამით მთავარ იდეას – თავისუფალ მართლმსაჯულებას ვეხმარებოდი.
დღეს გამოვდივარ ბევრი მოვლენის შემდეგ, რათა უდანაშაულო ადამიანები დავიცვა და ბევრ რამეზე დაგაფიქროთ, ვიდრე ვერდიქტს გამოაცხადებთ!

ერთი მოსამართლის თავისუფლებაზე გადის ადამიანის/ადამიანების ბედი. ზოგჯერ კი ქვეყნის მომავლის ბედიც.

სწორედ ასეთ საქმეს იხილავთ, სადაც არა  მხოლოდ 11 უდანაშაულო ადამიანი გყავთ განსასჯელის სკამზე არამედ საქართველოს ევროპული მომავლის ბედზეც ახდენთ გავლენას თქვენი გადაწყვეტილებებით.

დღეს საქართველოს ევროპულ მომავალს გზად გადაეღობა სინდისის პატიმრების საქმეები.

ქალბატონო მოსამართლევ!
რა დევს თემიდას სასწორზე ამ განაჩენით: საქართველოს ევროპული მომავალი.
აი, თქვენ, თქვენი წილი ვალდებულება, თქვენც დაგაკისრეთ, მაშინ როცა მე როგორც კანონმდებელმა და იურიდიული კომიტეტის მაშინდელმა თავმჯდომარემ კონსტიტუციაში ჩავწერეთ, რომ ევროინტერგრაციის ხელშეწყობა ვალდებულებაა ყველა სახელმწიფო ორგანოს და ყველამ ყველაფერი უნდა გააკეტოს.

თქვენი როლი რა არის? თქვენ გეკრძალებათ აქციებზე გასვლა, მაგრამ თქვენს ნაცვლად ეს ახალგაზრდები იდგნენ იქ, იმათ ნაცვლადაც ვინც უნდა იცავდეს  კონსტიტუციის 78 მუხლს კონსტიტუციის, ანუ საქართველოს ევროპულ მომავალს.
თქვენი როლი კი აქ მართლმსაჯულების სამართლიანად განხორციელებაა.
ევროული ოჯახი სწორედ ასეთი საქმეებით, მზია ამაღლობელის განაჩენით, სინდისისპატიმრების საქმეებით აფასებსსაქართველოს დემოკრატიულ სურათს.
ხომ კარგად იცით რომ ევროკავშიროს ბოლო გადაწყვეტილებით 1 სექტემბრამდეა ვადა, რათა საქართველომ აჩვენოს პატივისცემა ადამიანის უფლებების და დემოკრატიული პრინციპების.
ამ განაჩენს და სხვა მსგავს საქმეებზე განაჩენებს აქვთ უდიდესი გავლენა მომავალზე.
არ უნდა მოუკლათ ეს მომავალი საქართველოს, ამ თაობას, რომელსაც აქვს განცდა სახელმწიფოებრიობის”, – განაცხადა ეკა ბესელიამ. 

ცნობისთვის, დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025

ბიზნესი

თიბისი საერთაშორისო შოპინგის მოყვარულთათვის- ისარგებლეთ, 30%-იანი ფასდაკლებით Trendyol-ზე
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო შოპინგის მოყვარულთათვის- ისარგებლეთ, 30%-იანი ფასდაკლებით Trendyol-ზე

18:35 10-13-2025
თიბისის შეთავაზებები სტუდენტებისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები სტუდენტებისთვის

17:25 10-10-2025
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები მოსწავლეებისთვის
ახალი ამბები

თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები მოსწავლეებისთვის

18:00 10-09-2025
თიბისიმ საქართველოში პირველი AI Red Team ჰაკათონი „RedHack”-ი ჩაატარა
ახალი ამბები

თიბისიმ საქართველოში პირველი AI Red Team ჰაკათონი „RedHack”-ი ჩაატარა

15:24 10-09-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved