“თუ ჩვენ ორივე მხარისთვის მისაღებ სამშვიდობო გეგმას დაველოდებით, მშვიდობა არასდროს გვექნება. პირველი ნაბიჯი არა სამშვიდობო გეგმის შემუშავება, არამედ ცეცხლის შეწყვეტაა” – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
ორბანმა იტალიაში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლის დროს ისიც აღნიშნა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტისთვის საჭიროა კონკრეტული ქვეყნების პოზიცია, რომლითაც ისინი მხარს მშვიდობას დაუჭერენ.
“უკრაინის კრიზისს საერთაშორისო კონტექსტი სჭირდება, რომელშიც მთელი მსოფლიო, მათ შორის ევროპა, ორივე მხარეს უბიძგებს მშვიდობისკენ. ამ კონტექსტის გარეშე, ძალიან რთული იქნება ორივე მხარის დარწმუნება. ამიტომ, ჩვენ გვჭირდება მეგობრები, რომლებიც მშვიდობის იდეას დაუჭერენ მხარს”, – თქვა ორბანმა.
კომენტარები