ეკა ხერხეულიძე ,,ტვ პირველთან” აცხადებს:
,,ჩვენ ყველამ ვიცოდით, რომ მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილია ციხის საავადმყოფოში. ეს არ გახლავთ მულტიფუნქციური კილინიკა, მაგრამ ეს არის ე.წ. “რეზბალნიცა”, ანუ საავადმყოფო ციხის. მაგრამ აღმოჩნდა, რომ იქ არ იმყოფება თურმე მიხეილ სააკაშვილი, მე პირველად გავიგე დღეს ეს. მიხეილ სააკაშვილი არის ამ შენობის მეხუთე სართულზე, საერთოდ ცარიელია ეს სართული, მისი საკნის კართან დგას ერთი ადამიანი, რომელიც ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით და წარმოდგენით მას იცავს, გვერდით ოთახში არის ერთი ექიმი, რომელსაც თუ არ დაუძახა მიხეილ სააკაშვილმა, ვერაფერს ვერ გაიგებს რა მდგომარეობაშია ის, ან სათვალთვალო კამერა უნდა აფიქსირებდეს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას ან ამ ქალბატონს როგორმე თავად უნდა შეატყობინოს.
მაგრამ საქმე გახლავთ იმაში, რომ ჩვენ გვანახეს ოთახი, პალატა, სადაც ის საწოლია და რასაც ერთი კვირა არემონტებდნენ, თურმე ყოფილა ეს ამბულატორია ჩვეულებრივი, რომელიც გადააკეთეს პალატად, არაფერი ამქვეყნად იქ არ არის, ის ტომოგრაფიის აპარატიც კი გარეთ არის გამოტანილი და მიხეილ სააკაშვილი ძალიან წუხს, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოს წაართვეს ეს აპარატი.
ჩვენ ყველამ ვიცოდით, რომ მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილია ციხის საავადმყოფოში. ეს არ გახლავთ მულტიფუნქციური კილინიკა, მაგრამ ეს არის ე.წ. “რეზბალნიცა”, ანუ საავადმყოფო ციხის. მაგრამ აღმოჩნდა, რომ იქ არ იმყოფება თურმე მიხეილ სააკაშვილი, მე პირველად გავიგე დღეს ეს. მიხეილ სააკაშვილი არის ამ შენობის მეხუთე სართულზე, საერთოდ ცარიელია ეს სართული, მისი საკნის კართან დგას ერთი ადამიანი, რომელიც ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით და წარმოდგენით მას იცავს, გვერდით ოთახში არის ერთი ექიმი, რომელსაც თუ არ დაუძახა მიხეილ სააკაშვილმა, ვერაფერს ვერ გაიგებს რა მდგომარეობაშია ის, ან სათვალთვალო კამერა უნდა აფიქსირებდეს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას ან ამ ქალბატონს როგორმე თავად უნდა შეატყობინოს.
მაგრამ საქმე გახლავთ იმაში, რომ ჩვენ გვანახეს ოთახი, პალატა, სადაც ის საწოლია და რასაც ერთი კვირა არემონტებდნენ, თურმე ყოფილა ეს ამბულატორია ჩვეულებრივი, რომელიც გადააკეთეს პალატად, არაფერი ამქვეყნად იქ არ არის, ის ტომოგრაფიის აპარატიც კი გარეთ არის გამოტანილი და მიხეილ სააკაშვილი ძალიან წუხს, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოს წაართვეს ეს აპარატი.
საკანია ჩვეულებრივი, უბრალოდ, უფრო დიდი ვიდრე ჰქონდა მას რუსთავში, აქვს მხოლოდ წნევის აპარატი, რომელიც თქვენ კადრებში ნახეთ რომ დაამტვრია, იმიტომ რომ იცით ინექციასთან დაკავშირებული ფაქტები, რომ მას ნების საწინააღმდეგოდ ინექციას უკეთებდნენ და თვითონვე ამბობს, რომ ისინი ექიმები არ იყვნენ, არამედ იყვნენ სპეცრაზმელები, რომელთა შორისაც ერთს ეცვა თეთრი ხალათი, არ ვიცი რას უკეთებდნენ შეიძლება დამამშვიდებელს, მაგრამ ეს იყო ჩემი ნებართვის გარეშეო და მე ამას არ დავუშვებდი არცერთ შემთხვევაში, იმიტომ რომ ნდობა აღარ არსებობდა ჩვენს შორის, რადგან მომატყუესო.
ამ საკანში არ არის არაფერი, მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი კი არ არის მულტიპროფილურ კლინიკაში, მულტიპროფილურ ჯოჯოხეთშია გადაყვანილი და რატომ, პირველ რიგში მას სჭირდება ჟანგბადი. ფანჯარა არის სრულად დაგმანული, არ იღება. ჟანგბადი იქ არ შედის და არ შედის მზის სხივი, როგორც კი ამ ფანჯარას აწევს მიხეილ სააკაშვილი, ჟანგბადის მიღების მიზნით, ცარიელ საკანში სადაც არანაირი დახმარების ინსტრუმენტი არ არსებობს, მაშინვე ტყდება გინება და ისტერიკა პატიმრების მხრიდან და ის იძულებულია ჩამოწიოს ის ფანჯარა. ადამიანს, რომელიც ამდენი დღე შიმშილობს არ აქვს ჟანგბადის მიღების შესაძლებლობა.
მან თქვა, რომ მე რომ იგივე საკანში საპირისპირო მხარეს გადამიყვანონ უკვე სხვა ხედი მექნება, შევხედავ ქუჩას და არა პატიმრების კორპუსს, ვისაც იძულებით აყვირებენ და აქ ყველა თავისი ნებით არ არის ჩართული. დავალება აქვთ კონკრეტულ პატიმრებს მიცემული იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი უბრალოდ არ აცოცხლონ და ამას ასრულებენ. ძალიან ბევრი ამაში არ ერთვება და მადლობა მათ. ადამიანი რომელიც ვითომ გადაიყვანეს სამკურნალოდ კონსილიუმის დასკვნის და საგანგაშო მაჩვენებლების საფუძველზე, რომელსაც სჭირდება სასწრაფო დახმარება აღმოჩნდა ადამიანების პირისპირ ვინც მას მუდმივად სიკვდილს უსურვებენ. თუ მიხეილ სააკაშვილი ცუდად გახდა ამ ცარიელ საკანში შეყავთ მიხეილ სააკაშვილთან ექიმი ან ექთანი, რომელიც იქ უსინჯავს წნევას და აუღებს სისხლს საჭიროების შემთხვევაში, თუ მიხეილ სააკაშვილი პროტესტს არ გამოაცხადებს ამაზე ამ კონკრეტულ დღეს შესაძლებელი გახდება სისხლის აღება, თუ არადა ესეც არ იქნება. იქ არანაირი დახმარება არ აქვს.” – ამბობს ეკა ხერხეულიძე
ეკა ხერხეულიძე ამბობს, რომ სააკაშვილის თქმით, მას რუსთავში უკეთესი პირობები ჰქონდა და სამედიცინო ოთახში იღებდა კარგ დახმარებას, რადგან აღნიშნულ დაწესებულებაში იყო სამედიცინო პუნქტი და პერსონალი მას უწევდა შესაბამის დახმარებას.
ხერხეულიძის თქმითვე მიხეილ სააკაშვილს სისხლში კალიუმის დონე 2.8 აქვს, რაც ნიშნავს, რომ ის ინფარქტის საფრთხის წინაშეა და ის შესაბამის დახმარებას იმ ოთახში სადაც ახლაა მოთავსებული ვერ მიიღებს.

კომენტარები