• რეკლამა
  • კონტაქტი
19:28, სამშაბათი, 11 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამ რუსის გამო 3 წელში გავჭაღარავდი, მთლიანად ამერია ფსიქიკა, გამექცა ლექსიკა, დავკარგე უახლოესი მეგობრები” – ყალაბეგაშვილი

ალია ავტორი - ალია
13:26 05-20-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
592

გამომცემლობა “კალმოსამის” დამფუძნებელი, ხვიჩა ყალაბეგაშვილი:

რუსესთის მოქალაქე, გიორგი გახარია, რუსული პასპორტით გახდა სახელმწიფო მოხელე… რუსების და ოლიგარქის დავალებით აკეთა ყველაზე რუსული საქმეები: გააჩერა ანაკლია; კომუნისტი რუსის გამო დაასახიჩრა ადამიანები; არჩევნების პერიოდში მუქარით დაიღუპა მასწავლებელი… მისი ხარბი და ფარისეველი პარტიის წევრები, დაფინანსების გარეშე რომ დარჩნენ შელაგდნენ პარლამენტში, იღებენ 12-15 000 ლარს, იმ პირობებში როცა ადამიანებმა 500-1000 ლარიან სამსახურებზე თქვეს უარი…
ამ რუსის გამო 3 წელში გავჭაღარავდი, მთლიანად ამერია ფსიქიკა, გამექცა ლექსიკა, დავკარგე უახლოესი მეგობრები, წლები ვშლიდი სოციალური ქსელიდან ადამიანებს, ვინც მინიმალურ სიმპატიას გამოხატავდა ამ რუსის და მისი პარტიის მიმართ…
და ერთ დღესაც გახარიას რიგითი ავატარი, რომელიც პარლამენტში ზის, იღებს ბიუჯეტიდან 12 000 ლარს, ეშაირება ვიღაც იდიოტ ქოცს და ეს ორგროშიანი მასკარადი გადაზიარებული აქვს მთელ ფეისბუქს, როგორც ქოცებზე გამარჯვება, როგორც რუსი გახარიას ავატარის პოლიტიკური მოხერხებულობა, როგორც სიმამაცე…
ლეგიონია თქვენი რიცხვი, ყველას ვერ წაგშლით, მაგას სჯობს თავი გავიუქმო, განა იმიტომ ვერ წაგშლით, რომ დამენაბებით, ეს იგივეა წყლიან ჭურჭელში ჩავარდნილი სათვალის გამო წყლის ამოშრობა დაიწყო და არა სათვალის ამოღება…

მეცოდება, ყველა ჩემნაირი ადამიანი, ვისი ბრძოლაც არასოდეს ყოფილა პირადზე ორიენტირებული, ვინც ცხოვრების ნახევარი შეალეწა სხვათა თანასწორობისთვის და თავისუფლებისთვის ბრძოლას…
რამდენჯერ ვცადე, ჩამექნია ხელი ამ ქვეყანაზე; ამ არათანიმდევრულ, მასკარადით მოზეიმეებზე…
ტრაგიკულია ჩემნაირი ადამიანების ყოფა ამ ქვეყანაში, რადგან ვერც ქვეყანას შეიცვლი, ვერც ხალხს, ვის ირგვლივაც ცხოვრობ და ვერც ხასიათს…

ალბათ ერთი რამ დაგვრჩა ჩემნაირებს – როგორმე გამოვიკეტოთ საკუთარ თავში და მოთმინებით ველოდოთ აღსასრულს, იმ იმედით, რომ გასვლა იქნება შვება…

ქრისტეს მთავარი სიდიადე არც ჯვარცმის დათმენა მგონია და არც აღდგომის მისტერია, მისი სიდიადე მგონია – უპირობა სიყვარული ადამიანების, რომლებშიც კეთილგონიერება ან საერთოდ არ არის, ან კატასტროფილად დაბალ ნიშნულზე და რამდენიც არ უნდა ეცადო ქრისტე ვერ გახდება…

ყველას გითანაგრძნობთ, ვინც ვერც სამშობლოს გამოიცვლით და ვერც ხასიათს შეიცვლით…

ასე მგონია, ეს ქვეყანა იმიტომ არსებობს, რომ დაბადებისას გაითავისო დანტესეული დარიგება ,,თქვენ, ვინც აქ შედიხართ, დატოვეთ ყოველივე იმედი!“ და შიშველი ნერვებით, სისხლიანი გაძვრე იმ ძალიან ვიწრო ნაპრალში, რომლიც მოგწყვეტს ყველას და ყველაფერს, რამაც ასე გაგწმინდა – დარდით, ტკივილით და უიმედობით…

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება
ახალი ამბები

შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება

12:03 08-11-2026
საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი

16:18 08-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved