• რეკლამა
  • კონტაქტი
17:01, ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამ რეზოლუციაში უვიზო რეჟიმიც დგება კითხვის ნიშნის ქვეშ” – საგანგაშო დოკუმენტის დეტალები – აუსტრევიჩუსი

ალია ავტორი - ალია
13:50 02-13-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
340

ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ უმწვავესი რეზოლუციის დასამტკიცებლად ორ საათზე ნაკლები რჩება – ევროდეპუტატები შეკრებას ცოტა ხანში დაიწყებენ, მანამდე კი მედიასთან დოკუმენტის შესახებ საუბრობენ.

ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი აცხადებს, რომ საქართველოსა და EU-ს შორის ურთიერთობა ისტორიულად დაბალ ნიშნულზეა.

“საგულისხმოა, რომ ამ რეზოლუციაში უვიზო რეჟიმიც დგება კითხვის ნიშნის ქვეშ” – აღნიშნავს ევროდეპუტატი, რომელიც ასევე ამბობს, რომ დოკუმენტი ივანიშვილის რეჟიმისთვის ბოლო გაფრთხილებაა, რათა გამოიღვიძონ და სწორი მიმართულებით მოძრაობა დაიწყონ.

“ეს არის კიდევ ერთი ძალიან სერიოზული გზავნილი თბილისისთვის, რადგან ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ რაიმე მოძრაობდეს პოზიტიური მიმართულებით, პირიქით, დრაკონული კანონების მიღება და უფრო მკაცრი წესები შემოდის, მატულობს ძალადობა ქუჩებში. ამიტომ რეზოლუციას “ქართული ოცნება” სერიოზულად უნდა მოეკიდოს, რადგან ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის ისტორიულად დაბალ ნიშნულზეა.

საგულისხმოა, რომ ამ რეზოლუციაში უვიზო რეჟიმიც დგება კითხვის ნიშნის ქვეშ. როდესაც ასოცირების ხელშეკრულებას ვაფორმებდით, დემოკრატიული კრიტერიუმების შესრულება ყველაზე მთავარი პირობა იყო. გარდა ამისა, არის მოწოდება, რომ გადაიხედოს ეკონომიკური თანამშრომლობა. მთლიანობაში, ეს არის ძალიან საგანგაშო რეზოლუცია და ბოლო გაფრთხილება რომ გამოიღვიძონ და დაიწყონ მოძრაობა სწორი მიმართულებით”. – განაცხადა პეტრას აუსტრევიჩუსმა. 

ევროპარლამენტი ივანიშვილის რეჟიმის სპონსორი ბიზნესმენბის დასანქცირებას ითხოვს. კონკრეტული გვარები რეზოლუციის პროექტში გამოჩნდა, რომელიც განხილვაზე დღეს უნდა გავიდეს. ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ ევროპარლამენტის შავ სიაში “იმედის” მფლობელი ირაკლი რუხაძე, საზოგადოებირივ მაუწყებლის დირექტორი თინა ბერძენიშვილი, ბიძინა ივანიშვილის ახლო მეგობარი ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი, ბიზნესმენი გიორგი კაპანაძე იგივე “რიჟა”, “არქის” მფლობელი ილია წუალაია და  მინი ოლიგარქი ვანო ჩხარტიშვილი ხვდებიან. ევროპარლამენტმა იმაზე დიდი სია დადო, ვიდრე ეს ამერიკის სენატმა გააკეთა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved