• რეკლამა
  • კონტაქტი
23:17, კვირა, 25 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამ ყველაფერს სხვა სახელი უბრალოდ არა აქვს” – ხიდაშელი მმართველ გუნდს

ალია ავტორი - ალია
02:44 02-21-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
332

თავდაცვის ყოფილი მინისტრი  თინა ხიდაშელი:

სირცხვილია ნუ ლაპარაკობთ ამერიკულ FARA-ზე, ანუ უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის ამერიკულ აქტზე. მხოლოდ თქვენს არაკომპეტენტურობაზე და უფრო კი უცოდინარობაზე მეტყველებს. შეიძლება აქამდე არც იცოდით და ეს ნორმალურია, მაგრამ ამდენი თუ უნდა ილაპარაკოთ ეხლა მაინც წაიკითხეთ :

თქვენი კანონი ეხება მხოლოდ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს. ეხება მხოლოდ მათ და მაშინ როცა დაფინანსების 20 პროცენტი მაინც უცხოეთიდან მოდის და არავითარი მნიშვნელობა აქვს რას აკეთებენ ისინი.
ამერიკული კანონი ეხება ყველა ტიპის ორგანიზაციას თუკი უცხო სახელმწიფოს ან უცხო ქვეყნის სუბიექტის სახელით მათ ქვეყანაში პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობს პირდაპირ დამქირავებელი ქვეყნის ინტერესების გასატარებლად.

ანუ 2 პრინციპული განსხვავებაა:
– პოლიტიკურ პროცესში პირდაპირ უცხო ქვეყნის სახელით და მანდატის მონაწილეებს, და
– ყველას განურჩევლად იმისა ვის მიერ და როგორ არის რეგისტრირებული.

თუ მაინც ვერ მიხვდით მაგალითზე აგიხსნით.
ამერიკულ FARA-ში რეგისტრირდებიან სხვა ქვეყნების დაქირავებული ლობისტები, განცხადებული კონტრაქტებით რომ მაგალითად ბიძინამ ან მიშამ, დაიქირავა იმისთვის რომ კონგრესში ლობირება მოახდინონ საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღებისთვის, ან NYT -ში საქართველოს მხარდამჭერი სტატიები გამოაქვეყნონ.
თქვენ ამბობთ, რომ აგენტად უნდა დარეგისტრირდეს ორგანიზაცია რომელიც დაფინანსებას იღებს USAID-სიგან იმისთვის რომ უფასო იურიდიული კონსულტაცია გაუწიოს დაზარალებულ მოქალაქეებს, ან წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ასევე უფასო კლინიკა აქვს, ან დევნილებს ეხმარება იმავე USAD-ის ან UNDP-ის დაფინანსებით, და ა.შ. მაგრამ იურიდიული ფირმა თუ დაქირავებული ყავს მაგალითად რომელი ირანულ სუბიექტს ჩვენს ქვეყანაში ირანისთვის სანქციების თავის არიდებაში დასახმარებლად კანონების ლობირებისთვის მასზე არ ვრცელდებაო.

ამის შემდეგაც თუ ვერ მიხვდით მაშინ რომელიმე სამედიცინო მომსახურების უცხო ქვეყნის დაფინანსებით მოქმედ ორგანიზაციას მიმართეთ და დაგეხმარებიან.

გასაგებია რომ ძალიან არ გინდათ აღიაროთ რომ სტრატსბურგის სასამართლოს მიერ გაუქმებულ რუსულ და ლუქსემბურგის სასამართლოს მიურ გაუქმებულ უნგრულ კანონს იღებთ სწორედ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიმდინარე პროცესის საწიააღმდეგოდ მაგრამ ამ ყველაფერს სხვა სახელი უბრალოდ არა აქვს,.

რაზე შეუთანხმდა “ოცნება” “ხალხის ძალას”? – მდინარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!
ახალი ამბები

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!

21:36 10-24-2026
თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:06 10-23-2026
ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია

13:48 10-23-2026
სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს
ახალი ამბები

სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს

13:10 10-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved