გრიპისა და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება შესაძლებელია ერთსა და იმავე დღეს, – ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
„ამ შემთხვევაში მხოლოდ ერთი მითითება არსებობს, აცრა ჩატარდეს სხვადასხვა მხარეს, მარჯვენა მკლავზე გრიპის ვაქცინა, მარცხნივ კორონავირუსის ვაქცინა – თქვენი სურვილისამებრ. გარკვეული ინტერვალის დაცვა ამ ვაქცინებს შორის აუცილებელი არ არის“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
კომენტარები