• რეკლამა
  • კონტაქტი
03:31, კვირა, 15 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამ მომენტში გაჩერებულია ტექნიკა, ხდება იდენტიფიცირება მონაკვეთების” – როდის აღდგება სრულად წყლის მოწოდება?

ალია ავტორი - ალია
18:39 06-19-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
190

“ჯორჯიან უოთერ ენ ფაუერში” ამბობენ, რომ დაზიანებულ მილსადენზე სამუშაოები გრძელდება და 6 ერთეული ტერასა უკვე გრუნტზე მოწყობილია.

“გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი, რაც გამოიხატება იმაში, რომ 6 ერთეული ტერასა უკვე გრუნტზე მოწყობილია. ამ მომენტში გაჩერებულია ტექნიკა, სპეციალური აღჭურვილობით ხდება იდენტიფიცირება ზუსტი მონაკვეთების, სადაც ჩვენი მილსადენი მდებარეობს. რაც შეეხება დასრულების ვადებს, ჩვენ გუშინ დავაანონსეთ, რომ ამისთვის საჭიროა 7 კალენდარული დღე, რაც ძალაში რჩება და რაიმე გადახრას ჯერ, ან გართულებას ადგილი არ აქვს” ამბობს GWP-ის წარმომადგენელი. 

კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ  მაგისტრალური ქსელის აღდგენითი სამუშაოები 6 დღეში დასრულდება:

“მეწყრულ ფერდობზე უკვე მეშვიდე ტერასა ეწყობა. დატერასების სამუშაოების პარალელურად ადგილზე მილის საძიებო სამუშაოები სპეციალური ტექნოლოგიებით ხორციელდება. დატერასების სამუშაოების დასრულების შემდეგ დაზიანებლი მილის მონაკვეთი ლოკალურად შეკეთდება მოხდება”, –  ნათქვამია ინფორმაციაში

შეგახსენებთ, თბილისის ნაწილი უკვე 4 დღეა უწყლოდაა. მოქმედებს გრაფიკი, რომლითაც რამდენიმე უბანს წყალი მხოლოდ სამი საათით მიეწოდება. ზოგიერთ რაიონში კი წყალს სპეციალური რეზერვუარებით არიგებენ. წყალი შეწყვეტილია მცხეთასა და მიმდებარე სოფლებშიც.

წყალმომარაგების კრიზისი სოფელ  წიწამურთან, არაგვის ხეობაში მომხდარი ავარიის გამო შეიქმნა. სამშენებლო ნარჩენებისგან შექმნილი ხელოვნური ფერდი დაიძრა, რამაც  მილსადენი დააზიანა.

“ჯივიპის გელა”; “სუნიანი ქალაქი”; “კახიმ ჩაიცვა ბოტები უკვე?” – რატომ არ კონტროლდებოდა ქვეყნის სტრატეგიული ობიექტი?

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved