• რეკლამა
  • კონტაქტი
20:42, სამშაბათი, 3 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამ მასშტაბების შოკმა ჩემი მსოფლმხედველობა შეცვალა” – სად არის ივანიშვილი და რა უთხრა მან გუშინ ბერმუდის სასამართლოს?

ალია ავტორი - ალია
16:05 11-18-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
144

Bloomberg-ის ინფორმაციით, გუშინ ბიძინა ივანიშვილმა ბერმუდის სასამართლოს ჩვენება, თარჯიმნის მეშვეობით, საქართველოდან მისცა. გამოცემა წერს, რომ შვეიცარიული ბანკის საქმეზე 2019 წლის ბოლოს Bloomberg-თან ინტერვიუს შემდეგ, ეს ივანიშვილის პირველი საჯარო გამოსვლა იყო.  

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და “ქართული ოცნების” დამფუძნებელი Credit Suisse Life-ს ბერმუდის განყოფილებას ადანაშაულებს, რომ თავისი თანამშრომლის დანაშაულის აღმოჩენა და აღმოფხვრა ვერ შეძლო, რის გამოც, მილიარდერმა $400-მილიონიანი დაკარგა. 

ივანიშვილი ბანკს უკვე წლებია სხვადასხვა სასამართლოს მეშვეობით ედავება. ბერმუდის სასამართლომ საქმის მორიგი განხილვა 15 ნოემბერს დაიწყო. 

გუშინდელ ჩართვაში ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ბანკის მიერ მის მიმართ მოპყრობა ყველაზე უარესია, რაც კი ოდესმე შეხვედრია. 

„ისეთი უხეშობები, რაც განვიცადე Credit Suisse-თან ურთიერთობაში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთსა და საქართველოში ყველაზე ველური კაპიტალიზმის პირობებშიც კი არ შემხვედრია. მე არასოდეს მინახავს, რომ კლიენტს სხვაგან ასე ცუდად ეპყრობოდნენ. ეს იყო ისეთი მასშტაბის შოკი, რომელმაც ჩემი მსოფლმხედველობა შეცვალა.

ჩემი გამოცდილებით, რაც ბანკებთან თანამშრომლობით ან ბანკების მფლობელობაში მიმიღია, მსგავსი რამ, რაც მოხდა Credit Suisse-ში არასდროს მინახავს“,- თქვა ივანიშვილმა.

ადვოკატმა ივანიშვილს ჰკითხა, რატომ უპასუხა მის ერთ-ერთ შეკითხვას, იქამდე სანამ ის ქართულად ითარგმნებოდა, რაზეც ივანიშვილმა თქვა, რომ არ მალავს ინგლისური ენის საბაზისო დონეზე ფლობას, რომელსაც მოგზაურობისთვის და მარტივი საუბრებისთვის იყენებს, თუმცა წინა კითხვას მაინც პასუხობდა. 

კითხვაზე, თუ რატომ აირჩია მილიარდ დოლარზე მეტის ინვესტიციის ჩადება ბანკში, რომელთანაც არასდროს ჰქონია შეხება, ივანიშვილმა თქვა, რომ ეს ნდობისა და რეპუტაციის საკითხია და ის კომპანიის სახელს ენდო. 

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და პარტია “ქართული ოცნების” დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა, რომლის ქონებაც $6 მილიარდს აღემატება, Credit Suisse-ს ოთხი წლის წინ უჩივლა. მან ბანკის დაზღვევის პროდუქტებში $755 მილიონის მოცულობის დეპოზიტი განათავსა. 2015 წელს ივანიშვილმა აღმოაჩინა, რომ სადაზღვევო სქემიდან პატრიკ ლესკადრონის მიერ განხორციელებული თაღლითურ ოპერაციების გამო, $400 მილიონი გაქრა. 

ლესკადრონმა 2020 წელს თავი მოიკლა. ბანკი ამტკიცებს, რომ ის მარტო მოქმედებდა და დანაშაულს კოლეგებსა და უფროსებს უმალავდა. ივანიშვილი და სხვა მოსარჩელეები კი მიიჩნევენ, რომ მის კოლეგებს თაღლითური ქმედების შესახებ უნდა სცოდნოდათ და თუ არ იცოდნენ და ვერ შეამჩნიეს, ამის გამო მათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ.  

16 ნოემბრის სასამართლო პროცესზე ბანკის ადვოკატმა აღნიშნა, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა ივანიშვილსაც ეკისრება. 

ივანიშვილი სასამართლოსთვის ჩვენების მიცემას დღესაც განაგრძობს. დღეს და ხვალ მისი ბიზნეს-მრჩევლის გამოკითხვაც იგეგმება. CS Life-ის ხელმძღვანელი პირები ჩვენებას მომავალ კვირას მისცემენ. 

Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის მიხედვით, დღევანდელი მონაცემებით, ბიძინა ივანიშვილი კვლავ უმდიდრესი ქართველია. მიხეილ ლომთაძე, რომელიც ყოფილ პრემიერ-მინისტრს უსწრებდა, ამჟამად $6.06 მილიარდით სიის 491-ე ადგილს იკავებს, ბიძინა ივანიშვილი კი $6.10 მილიარდით 487-ე ადგილზეა. 

მასალის თარგმანს – ბიზნესფორმულა ავრცელებს.

თეგები: ბიძინა ივანიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved