• რეკლამა
  • კონტაქტი
14:31, ოთხშაბათი, 22 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამ კურდღლებთან, რომლებიც ერთი კაცის ზურგს არიან ამოფარებულნი, არავის ომი არ დასჭირდება!” – დავით ჭიჭინაძე

ალია ავტორი - ალია
21:04 08-17-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
45

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე.

– ინფორმაცია მაქვს, რომ არჩევნების მერე ირაკლი ღარიბაშვილს გაუშვებენ და თეა წულუკიანი გახდება პრემიერი, რომელიც 2012 წლიდან მინისტრთა კაბინეტის წევრია. თუ ასე მოხდა, შეინარჩუნებენ ვითომ ამ პატრიოტულ რიტორიკას, ხალხის დასანახად უფრო გაძლიერდება „ნაცებსა“ და მათ მიმდევრებზე ზეწოლა, მათთან ბრძოლა. რამდენად შესაძლებელია, ასე მოხდეს?

– რიტორიკა კი არა, ყველა მიმართულებით საკუთარ მოსახლეობას უპირისპირდებიან, საკუთარ ხალხს ექცევიან როგორც ხელის შემშლელ ძალად. ცდილობენ, რაც შეიძლება შეამცირონ მოსახლეობა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გააქციონ ქვეყნიდან და გაუსაძლისი გახადონ ამ ქვეყანაში ცხოვრება, გაუსაძლისი გახადონ ქართველობა. აი, ამას ნერგავს „ქართული ოცნება“ და მე ვფიქრობ, ამ მიმართულებით დიდი გამოწვევები იქნება და არ მგონია, რომ შემდეგი პრემიერ–მინისტრი „ქართული ოცნებიდან“ იყოს, არც თეა წულუკიანი და არც სხვა.

– დარწმუნებული ბრძანდებით, რომ ვადამდელი არჩევნები ჩატარდება და „ქართული ოცნება“ წააგებს?

– „ქართულ ოცნებას“ ხალხის აღარანაირი ნდობა აღარ გააჩნია. მათი ბოდვა, რომ შარლ მიშელის  ხელშეკრულებიდან გასვლა, მათ გარანტიებს აძლევს, ბოდვაა, მეტი არაფერი. ხელისუფლებაში ყოფნის  გარანტია ქვეყნის სამართლიანი და ღირსეული მართვაა, რომელსაც არ ანხორციელებს „ქართული ოცნება“ და ხალხს აღარ უნდა მათი ხსენებაც კი. ქვეყნის მართვაც კი არ შეიძლება ეწოდოს, რასაც ისინი აკეთებენ. მათ მიერ  ქვეყნის ძარცვას ეწირება ქართველი ხალხი. ასეთ პირობებში ვადამდელი არჩევნების გარდა, ამათი მშვიდობიანად წასასვლელად, სხვა გზა აღარ დარჩა.

– კი, ბატონო, მაგრამ ესენი წასვლას არ აპირებენ. „ქართული ოცნების“ პარტიული კვლევების შედეგები გამოქვეყნდა და მას გამოკითხულთა 46% უჭერს მხარს, როგორც თავად აცხადებენ.

– წინა არჩევნები გაიხსენეთ. 63–64%–ს იწერდნენ არჩევნების  წინ და პროპორციულ არჩევნებში 48% აიღეს, მეტი არა. ამ 48%  უნდა გამოვაკლოთ 15%,  ამდენი ცდომილება მუდამ არის მათ პარტიულ კვლევებსა და რეალურ შედეგებს შორის. ჩამოვალთ 33%–ზე და ეს გახლავთ რეალური რეიტინგი „ქართული ოცნებისა“. 43%–ის ქვემოთ თუ თუ ჩამოვიდნენ არჩევნებზე, „ქართული ოცნება“ არალეგიტიმური ხელისუფლება იქნება, რაც არ  უნდა იძახონ, რომ შარლ მიშელის შეთანხმების ანულირება მოახდინეს. არალეგიტიმური ხელისუფლების მოთმენა, ასეთ მძიმე და უპერსპექტივო პირობებში, ქართველი ხალხისთვის მიუღებელია. ეს კვლევები საკუთარი უმსგავსობის დაფარვას ემსახურება. ხალხს ატყუებენ, რომ  43%–ზე მეტი აქვთ  მხარდაჭერა. ასევე, საკუთარი გუნდის წევრებიც რომ არ გაექცნენ, მათ მოსატყუებლად დაიწერეს ეს 46%. არადა, „ქართული ოცნების“ გუნდის დაშლაც შეუქცევადი პროცესია და ის უკვე დაწყებულია.  ვადამდელი არჩევნები კარს არის მომდგარი და  ეს ისეთი რეალობაა, როგორც ის, რომ გაისად 2022 წელი დადგება.

– ამ კვლევების გამოქვეყნება იმაზეც მიანიშნებს, რომ „ქართული ოცნება“ უბრძოლველად, უომრად წასვლას არ აპირებს, დაიწერს 43%–ს და მეტს და ამას მოჰყვება პროტესტი, ხალხი გარეთ გამოვა. შესაძლოა, საქმე სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივიდეს?

– ბრძოლა და ომი შეიძლება გქონდეს მებრძოლ და მეომარ ხალხთან, მაგრამ ამ კურდღლებთან, რომლებიც ერთი კაცის ზურგს არიან ამოფარებულნი, არავის ომი არ დასჭირდება. კურდღლები არიან და  ისე გაიქცევიან, თვალს ვერ მოვკრავთ, ვინ სად შეძვრება არჩევნების მერე, ვერ გაიგებთ, ვერ მოძებნით, გულით რომ გინდოდეთ. ბიძინა ივანიშვილია ამათი პატრონი და როდესაც დაინახავს, რომ ჰკარგავს ხელისუფლებას, ყველაფერის ფასად არ ჩაეჭიდება მას, რადგან ხელისუფლების გარდა, ბევრი აქვს დასაკარგი. იმდენი ჭკუა კი აქვს, მთელ ცივილიზებულ სამყაროს ომი არ გამოუცხადოს, რადგან  ამ სამყაროს მისნაირი ოლიგარქები ერთი და ორი არ მოუშორებია.  კობახიძესა და ღარიბაშვილს არ გადააყოლებს თავის ქონებასა და მომავალს. ივანიშვილი წავა და ესენი, გითხარით, სოროებში შეძვერებიან. შევარდნაძემ რომ თქვა, სახლში წავედიო, ეგრევე დაწვა მთელი მისი გუნდი. ახლაც ასე მოხდება. ივანიშვილი წავა და ამით დასრულდება ამათი ბოგინი.

თეგები: დავით ჭიჭინაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

არ გამოგრჩეთ თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება Trendyol-ზე
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება Trendyol-ზე

16:13 10-21-2025
21 ოქტომბრიდან ექსპრეს ლომბარდში ოქროს შეფასება გაიზარდა: მიიღე მეტი თანხა შენი ძვირფასი ნივთის სანაცვლოდ!
ახალი ამბები

21 ოქტომბრიდან ექსპრეს ლომბარდში ოქროს შეფასება გაიზარდა: მიიღე მეტი თანხა შენი ძვირფასი ნივთის სანაცვლოდ!

16:05 10-21-2025
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, უზბეკეთში მასშტაბური ბიზნესკონფრენცია გაიმართა – როგორია მონაწილეთა შთაბეჭდილებები
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, უზბეკეთში მასშტაბური ბიზნესკონფრენცია გაიმართა – როგორია მონაწილეთა შთაბეჭდილებები

13:50 10-21-2025
თიბისის მხარდაჭერით განახლებული ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმი იხსნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით განახლებული ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმი იხსნება

10:47 10-21-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved