• რეკლამა
  • კონტაქტი
00:55, პარასკევი, 2 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამ კითხვაზე ამ ვაჭრუკანა ხელისუფლებამ უნდა გამცეს პასუხი!” – ტაბლიაშვილი

ალია ავტორი - ალია
13:44 07-14-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
288

ჟურნალისტი, ირაკლი ტაბლიაშვილი:

 

“ქართულმა ოცნებამ” და მისმა რუსმა ლიდერებმა, როგორც მოსალოდნელი იყო, ანტიდასავლური გზავნილები დაახვედრეს ალიანსის გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, რომ საქართველო არავინ მიიწვია ალიანსში და აგე, უკრაინასაც კი არ უთხრეს, როდის მიიღებენ NATO-ში!

ამ რუსული გზავნილით კიდევ ერთხელ გამოიჩინა თავი მამუკა მდინარაძემ, რომელიც, თითქოს გულდათუთქული იყოს, ისე და, რეალურად კი ნიშნისმოგებით საუბრობს ალიანსის გადაწყვეტილებაზე!..
მდინარაძეს, ხვალ-ზეგ უთუოდ მიჰყვებიან კობახიხე და სხვები… და თუ დრო მექნა, მათზეც ვიტყვი სამ-ოთხ მწარე სიტყვას.

ახლა კი, ამ პატივცემული დეპუტატის ბოდვა კი არ გავარჩიოთ, არამედ, ვუპასუხოთ მას და კიდევ ბევრს, ვისაც ხინჯი გაუჩნდა დასავლეთის მიმართ!!!

პირველი და უმთავრესი – დეპუტატი ვამხილოთ ტყუილში! არასწორ და, რაც მთავარია, შეგნებულად არასწორ შეფასებაში, რომ, თითქოს, ჩვენ არ დაგვიფასდა ალიანსის მისიებში დაღვრილი სისხლი და კიდევ ის, რომ 300-მდე ჩვენი ჯარისკაცი დაიჭრა და შშმ პირად იქცა!

ეს არის ტყუილი! ალიანსი მუდმივად უსვამს ხაზს ჩვენს წვლილს საერთაშორისო მისიებში! და ბევრი ჯარისკაცი მკურნალობდა და მკურნალობს ჩვენი დასავლელი პარტნიორების დახმარება/შემწეობით!

მაგრამ, ეს არაა მთავარი… მთავარი ისაა, რომ ბ-ნი მდინარაძე ვაჭრობს ამ ადამიანებით და თავად კი არ იღებს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ დაღვრილი სისხლის და დაჭრილი ჯარისკაცების არსებობის მიუხედავად დასავლეთისკენ… ალიანსისკენ ვერ წავიწიეთ, არამედ, ამ პასუხისმგებლობას ალიანსს აკისრებს!!!

არადა, დასავლეთში და კონკრეტულად ნატოში ინტეგრაციის ბილეთი არ ყოფილა და არც შეიძლება ყოფილიყო ჩვენი მისიებში მონაწილეობა! ეს იყო შესაძლებლობა, ჩვენი წვლილი შეგვეტანა გლობალურ უსაფრთხოებაში!.. და კიდევ – შედეგად გვყოლოდა უკეთესი ჯარი! და ის… მოდი, ვიტყვი ასე – გვყავს კიდეც!

ოღონდ… და აქ დავსვამ კითხვას, რომელზეც ამ ვაჭრუკანა ხელისუფლებამ უნდა გამცეს პასუხი!

საერთაშორისო მისიებში მონაწილე ჯარისკაცებიდან (15-16 ათასი ჯარისკაცი) რამდენი-ღაა დარჩენილი ჩვენს შეიარაღებულ, თავდაცვის ძალებში?..
და ბარემ მეორე კითხვასაც მივაყოლებ – 2008 წლის ომგამოვლილი რამდენი ჯარისკაცია წასული შეიარაღებული ძალებიდან?.. (ფორმულირებაა – რამდენი წავიდა და არა რამდენი დარჩა).

ახლა მეორე საკითხი – ჩვენს ჯარს და წვლილს რომ აფასებენ და ხედავენ, სწორედ ამის დამსახურებაა ამ სამიტის კომუნიკეში შენარჩუნებული წინადადება, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი! და სწორედ ესაა დაფასება… ოღონდ, ვიმეორებ, ჩვენი ჯარისა და წვლილისა და არა მამუკა მდინარაძისა და ირაკლი კობახიძის დასაფსობი თვალებისა!

დიახ, ალიანსი იმიტომ არ გვწირავს ჩვენ – გასაწირებს, რომ იცის ჩვენი ისტორიისა და თავდადების თაობაზე! აი, მარტო მდინარაძეთათვის და მათი პოლიტიკისათვის რომ შეეხედა, ეს… ამგვარი წინადადებაც არ იქნებოდა!

მესამე – ტყუილია, რომ უკრაინასაც არ უფასებენ თავგანწირვას!.. უკლებლივ ყველა ლიდერი აღნიშნავს, რომ უკრაინა არ უნდა დამარცხდეს! და ვინაიდან ის
დგას და იბრძვის! დასავლეთი ხვდება მისი ბრძოლის მნიშვნელობას!

მეტიც – აგე, MAP-ის გარეშე მიგიღებთო, ამის თქმაც დაფასებაა და უფრო მეტი კი არის განუსაზღვრელი და მუდმივი შეიარაღება! რაც დასტურია, რომ უკრაინას… მოდი, ვიტყვი ასე – გაამარჯვებინებენ!!!

და აქვე კითხვა – ბოლოს როდის განვაახლეთ შეიარაღება? ოღონდ, ბიუჯეტიდან იარაღის შესყიდვებს ვგულისხმობ და არა აშშ-დან წამოსულ დაფინანსებას და ტექ.დახმარებას.
მეორე კითხვაც – რა ხვედრითი პროცენტი უჭირავს თავდაცვის უწყების ბიუჯეტში შეიარაღებას? და წლიდან წლამდე რატომაა თავდაცვის ბიუჯეტი დინამიკით შემცირებული დოლარის პარამეტრებით (გარდა 2023 წლისა).

და ბოლოს – მეოთხე ტყუილი კი არა, სიმახინჯეა, რომ ბ-ნი მდინარაძე ალიანსის თუნდაც ფრთხილად საკრიტიკო გადაწყვეტილების მიზეზს კი არ ხსნის… დიპლომატიურ გზავნილს კი არ უგზავნის პარტნიორებს! საქართველოს მოქალაქეებს კი არ აიმედებს… არამედ, ალიანსის შესაძლოა მართლა საკამათო გადაწყვეტილებას იყენებს ანტი-ნატო… რიტორიკის გასაძლიერებლად! და მის პასაჟებში იკითხება წინადადება – უმადურია დასავლეთი! რომელმაც არც დაგვაფასა და ვერც ვერაფერი დაინახა!

ამ ირიბი გზავნილისათვის… კიდევ ერთხელ…

მამუკა მდინარაძე არის რუსი!!!”

თეგები: ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

როცა ახალი წელი მართლაც იწყება
ახალი ამბები

როცა ახალი წელი მართლაც იწყება

14:46 01-01-2026
რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის
ახალი ამბები

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის

19:19 12-30-2025
ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved