• რეკლამა
  • კონტაქტი
18:31, სამშაბათი, 14 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამ ხელისუფლების შეცვლა უკვე ღირსების საქმეა” – დავით ზურაბიშვილი

ალია ავტორი - ალია
20:34 02-25-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
42

პოლიტიკოსი, დავით ზურაბიშვილი:

“პატარა ჩაანალიზება.

ცოტა ემოციების გარეშე რომ შეხედო, საქართველოს ხელისუფლება თითქოსდა უცნაურად იქცევა.
ჯერ იყო და პრაქტიკულად ერთხმად დაგმეს უკრაინის სეპარატისტული რეგიონების აღიარება, მერე სამხედრო აგრესიაც მიაყოლეს, პრეზიდენტი გამოვიდა და თანადგომა გამოუცხადა უკრაინის ხელისუფლებას.
და ამ ამბიდან ზუსტად მეორე დღეს, საპარლამენტო უმრავლესობა ფაქტობრივად ბოიკოტს უცხადებს პრეზიდენტის მიერ მოწვეულ სესიას და პრემიერი კი აკეთებს ცალსახად პრორუსულ და კოლაბორაციონისტულ განცხადებას.
დამოკიდებულებების ასეთი რადიკალური ცვლა სულ რაღაც ერთი დღის მანძილზე ერთი შეხედვით არანაირ ლოგიკაში არ ჯდება, მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით.
როდესაც ხელისუფლების ქმედებათა ახსნას ვცდილობთ, ჩვენ ხშირად გვავიწყდება, რომ ქვეყნის მმართველი არის ერთი საკუთარ აპარტამენტებში გამოკეტილი მილიარდერი და მთავრობა-პარლამენტი არის მხოლოდ მისი ძალაუფლების განხორციელების ინსტიტუციური ფონი და ანტურაჟი. ირაკლი ღარიბაშვილი არის ადამიანი, რომელსაც საკუთარი აზრი პოლიტიკურ საკითხებზე უბრალოდ არა აქვს. პრინციპში არც სხვებს, თუ ხელისუფლებაზეა ლაპარაკი. აქ ყველა პოლიტიკურ საკითხს წყვეტს მხოლოდ ის კაცი, პოლიტიკიდან წასულად რომ აქვს თავი გამოცხადებული და როგორ წარმოგიდგენიათ ვინმემ მას შეპასუხება გაუბედოს ამ მარიონეტთა გუნდიდან? ქუთაისელი ებრაელების ძველი ანეკდოტისა არ იყოს, იმ კაცმა რომ თქვას მტკვარი აღმა მიდისო, ესენი მყისვე დაუდასტურებენ, სულ შხუილ-შხუილითო.
ამიტომ ვფიქრობ, გუშინდელი განცხადებების შემდეგ, ალბათ გადმორეკეს მოსკოვიდან პირადად მასთან და რას შვრები კაცო შენ, თავი ხომ არ მოგბეზრებიაო უთხრეს და მორჩა ბაზარი. ეგრევე გადააბრუნა ფირფიტა კოლაბორაციონიზმის მხარეს და შესაბამისი დავალებაც გასცა. ჩვენს პრემიერს კი, როგორც მის უფროსს ადრეც აქვს ნათქვამი, ორჯერ გამეორება არ ჭირდება.
თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ასე იქნებოდა.
ახლა, ისმის კითხვა: რა უნდა ვქნათ ამ ვითარებაში? ალბათ საჭიროა პროტესტი და ძალიან სერიოზულიც, რადგან სრულიად ოდიოზურად გამოვიყურებით დღეს მთელ მსოფლიოში (დარწმუნებული ვარ, არც ღარიბაშვილს და არც მის ხაზეინს უბრალოდ “ფიზიკურად” არ ესმით რას ნიშნავს ოკუპირებული ტერიტორიების მქონე ქვეყნის ლიდერიდან ასეთი განცხადება) და ასეც რომ არ იყოს, უკვე ელემენტარული თავმოყვარეობის ამბავია. მგონი დადგა ოცნების მმართველობის პერიოდში ის მომენტიც, როდესაც ამ ხელისუფლების შეცვლა უკვე ღირსების საქმე და ყველა წესიერი ადამიანის მორალური მოვალეობა ხდება. უბრალოდ, ვფიქრობ, აქაც გვმართებს განსჯა და დაფიქრება, რათა ქვეყანაც არ გადავაყოლოთ ამ სამარცხვინოებს.”
თეგები: დავით ზურაბიშვილირუსეთ-უკრაინის ომიქართული ოცნება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025

ბიზნესი

თიბისი საერთაშორისო შოპინგის მოყვარულთათვის- ისარგებლეთ, 30%-იანი ფასდაკლებით Trendyol-ზე
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო შოპინგის მოყვარულთათვის- ისარგებლეთ, 30%-იანი ფასდაკლებით Trendyol-ზე

18:35 10-13-2025
თიბისის შეთავაზებები სტუდენტებისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები სტუდენტებისთვის

17:25 10-10-2025
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები მოსწავლეებისთვის
ახალი ამბები

თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები მოსწავლეებისთვის

18:00 10-09-2025
თიბისიმ საქართველოში პირველი AI Red Team ჰაკათონი „RedHack”-ი ჩაატარა
ახალი ამბები

თიბისიმ საქართველოში პირველი AI Red Team ჰაკათონი „RedHack”-ი ჩაატარა

15:24 10-09-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved