• რეკლამა
  • კონტაქტი
02:22, შაბათი, 1 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამ გზით თეატრალური ცხოვრება არ გაჩერდება” – რა პროექტზე ფიქრობს საზოგადოებრივი არხი?

ალია ავტორი - ალია
01:33 11-27-2020
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

„ალიას“ ესაუბრება ჟურნალისტი, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, ბონდო მძინარაშვილი:

– რამდენიმე თვის წინ თქვენ გახდით საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი – მეურვე. რა ცვილებები შეიტანეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობაში?

– მე მხოლოდ მეხუთე თვეა საზოგადოებრივ მაუწყებელში ვარ და როდესაც მივედი, მაუწყებლის პრიორიტეტები უკვე განსაზღვრული იყო. ბოლო სამ წელიწადში იმდენად განვითარდა საზოგადოებრივი მაუწყებელი, როგორც გადაცემების, ასევე ტექნიკური უზრუნველყოფის თვალსაზრისით, ჯერჯერობით იქ მკვეთრი და რადიკალური ცვლილებების საჭიროება არ არსებობს. მაყურებელი საზოგადოებრივ მაუწყებელს ყოველთვის ეყოლება, რადგან იგი ქმნის პროდუქტს ყველასთვის. მარტივი შედარება რომ მოვიყვანოთ, საზოგადოებრივი მაუწყებელი არის მულტიფუნქციური რესტორანი – ჩვენ ვამზადებთ, როგორც ხინკალს და ქაბაბს, ასევე, ბლომანჟესაც, შოკმანჟესაც და ა.შ. ყველაფერს ვამზადებთ. როცა ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ რაღაც გადაცემას არა ჰყავს ამდენი ათასი მაყურებელი, ეს არ არის საზოგადოებრივი მაუწყებლის საზომი, რადგან ამ ქვეყანაში შოკმანჟეს და ბლომანჟეს მომხარებელიც არ არის იმდენი, რამდენიც, უბრალოდ, პურის მომხმარებელი.

– და პურის – ანუ პოლიტიკური გადაცემის შემთხვევაში როცა არ გყავს ათიათასობით მაყურებელი?

– და ვინ თქვა, რომ მხოლოდ პოლიტიკური გადაცემაა პური? საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის უმნიშვნელოვანესია პროცესების მიუკერძოებლად გაშუქება, მაგრამ, ამავდროულად უდიდესი მისია აქვს საგანმანათლებლო და შემეცნებითი თვალსაზრისით. ჩვენ უნდა შევაფასოთ, როგორც გადაცემის ხარისხი, ასევე მისი მომხმარებელიც. საზოგადოებაში მოთხოვნა არის აგრესიაზე, რაც სხვა ტელეეთერებიდან იღვრება! აგრესიული დღის წესრიგს საზოგადოებრივი მაუწყებელი მაყურებელს ვერ შესთავაზებს. მისი მიზანი არის საზოგადოების სწორად ინფორმირება.

რაც შეეხება ინიციატივებს, სამეურვეო საბჭოს და მენეჯმენტს კონსტრუქციული თანამშრომლობის კარგი გამოცდილება გვაქვს. ბოლო სხდომაზე მქონდა  წინადადება, კულტურის სამინისტროსთან ერთად გავაკეთოთ ასეთი პროექტი – ყველამ  ვიცით, რომ ჰონორარებზე მომუშავე რეჟისორებს და მსახიობებს ძალიან უჭირთ,  ხელი შევუწყოთ მათ და თეატრებშივე გადავიღოთ სპექტაკლი. ეს არ იქნება სატელევიზიო სპექტაკლები, ისინი ითამაშებენ თეატრის სცენაზე ჩვეულებრივად, დარბაზში არ იქნება მაყურებელი, მაგრამ იხილავს ტელემაყურებელი, კულტურის სამინისტრომ კი გადაუხადოს მათ ჰონორარი. ამ გზით თეატრალური ცხოვრება არ გაჩერდება. ამ ადამიანებს გარდა მატერიალურისა, მორალური მხარდაჭერაც სჭირდებათ. ეს კოვიდი არსად წასვლას აპირებს, ასე ჩაკეტილები ხომ არ ვიქნებით და გამოკეტილი ხომ არ იქნება თეატრები, გასაგებია, რომ მაყურებელი ვერ დაესწრება დარბაზში, მაგრამ ეს მაყურებელი ამ სპექტალებს ნახავს ტელეეკრანებზე. პირველი არხის მენეჯმენტიც სერიოზულად მუშაობს ამ მიმართულებით. მით უფრო, რომ განათლების და მეცნიერების სამინისტროსთან საქმიანი ურთიერთობის შედეგს ყველა ხედავს – ეს არის „ტელესკოლა“, რომელიც საგანმანათლებლო პროცესს სერიოზულად შეეხიდა და მომავალშიც სერიოზულ წვლილს შეიტანს ახალგაზრდების თვალსაწიერის გაფართოებაში.

თამო კეშელავა, ალია

თეგები: ბონდო მძინარაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო

10:34 10-31-2025
“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:31 10-30-2025
გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%
ახალი ამბები

გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%

16:42 10-29-2025
თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები სპა ცენტრებში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები სპა ცენტრებში

16:37 10-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved