სამოქალაქო აქტივისტი, შაკო კუჭაშვილი, სოციალურ ქსელში, ტვ პირველის ეთერში გასულ სიუჟეტს ეხმაურება და სქრინს აქვეყნებს:
“მარტივი ამბავია, უნდათ საზოგადოებაში დათესონ აზრი, რომ ივანიშვილს თუ ვინმე იცავს, მხოლოდ ანგარებით, ხოლო სააკაშვილის დამცველები საკუთარი ქვეყნის სიყვარულით გამოირჩევიან
ამ ამბავის გამოძახილი იქნება დღეს, “ტვ პირველის” ეთერში გასული გადაცემაც, რომელსაც ცნობილი ფეიკნიუსერი ნოდარ მელაძე წაიყვანს. სწორედ ამ გადაცემის შესახებ წერდა ლატარია 5 დღის წინ.
გადაცემის სამიზნე იქნება ხალხი, რომელიც სხვადასხვა პოლიტიკურ თოქ-შოუში ოპოზიციას აქტიურად აკრიტიკებს.
შეგახსენებთ, გადაცემის შესახებ ხალხს მოკლეტექსტური შეტყობინებებიც კი გაუგზავნეს და ყურებისკენ მოუწოდეს. ყველაზე ნათლად ეს ადასტურებს, როგორი განსაკუთრებული მონდომებით სურთ ამ ადამიანების “გაშავება”

კომენტარები