• რეკლამა
  • კონტაქტი
04:09, ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამ ეტაპზე, ტექნიკური მთავრობის იდეა სრულიად არარელევანტურია” – ჩერგოლეიშვილი

ალია ავტორი - ალია
04:51 11-16-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,164

“ფედერალისტების” თანადამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი:

re: ტექნკური მთავრობა და ერთობა, რიგორც პრეზიდენტ ზურაბიშვილის ახალი იდეა.

ფორმულას მივეცი კომენტარი და არ გასულა, აქ გავიმეორებ და მერე იმდენჯერ გავიმეორებ, რამდენჯერაც საჭირო იქნება ფედერალისტების პოზიციას და რეალურ ვითარებას.

1. არანაირი ტექნიკური მთავრობის იდეა არ განიხილება და რასაც ვუსმინე სალომე ზურაბიშვილის ლაივს – არც მას წარმოუჩენია ახალ იდეად.

2. განიხილებოდა 24 წლის არჩევნებამდე, პრეზიდენტი განიხილავდა ამ იდეას, მაგრამ როგორც ხედავთ, არარეალისტური აღმოჩნდა.

3. ახლა, ამ ეტაპზე, ტექნიკური მთავრობის იდეა სრულიად არარელევანტურია.

4. ახლა რელევანტურია ტრანზიციის გუნდი, რომელიც ივანიშვილის მთავრობის გადადგომიდან, ახალი, ივანიშვილის კონტროლისგან თავისუფალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე და ახალი, დემოკრატიული, კოალიციური მთავრობის დამტკიცებამდე უხელმძღვანელებს პოლიტიკურ პროცესს საქართველოს ბოლო ლეგიტიმური ინსტიტუტის, სალომე ზურაბიშვილის ლიდერობით – დაახლოებით 3 თვის განმავლობაში.

5. ფედერალისტები მივიჩნევთ რომ ტრანზიციის გუნდი უნდა შეიქმნას სანდო პროფესიონალებისგან, არსებული პოლიტიკური სპექტრის და საპროტესტო საზოგადოების ფართო კონსენსუსის საფუძველზე – ვერ ვხედავთ პრობლემას რომ ეს წინასწარ იყოს ცნობილი.

პროცესს დაახლოებით ასე ვხედავთ:

1. მაქსიმალურად მოქნილად და ნაკლები ადამიანური დანაკარგით გრძელდება ქუჩის პროტესტი.

2. დემოკრატიული პოლიტიკური სპექტრი ვქმნით ალტერნატიულ დემოკრატიულ პოლიტიკურ დღის წესრიგს, სადაც საკუთარ თავს პოულობს საქართველოს იმაზე გაცილებით მეტი მოქალაქე, ვიდრე პროტესტშია ჩართული.

3. ვაგრძელებთ რეგისტრაციის კამპანიას (მოედანმაც დაიწყო, სამოქალაქო ჯგუფებიც აქტიურობენ და მაგრად მიხარია).

4. ბიძინა ივანიშვილი აგრძელებს თავისი ნაშიერების ჭამას – რღვევა გრძელდება,სანამ პროტესტი გრძელდება და როცა მშვიდობიანი პროტესტი აღწევს იმ ზომას, რაც საჭიროა:

ა) გადადგება ივანიშვილის პრემიერი – მიყვება მთავრობა

ბ) 2 კვირაში ავტომატურად დაინიშნება ახალი არჩევნები, რომელსაც მოამზადებს ტრანზიციის გუნდი პრეზიდენტთან, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებთან, სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად.

გ) 60 დღეში ჩატარდება თავისუფალი არჩევნები.

დ) 20 დღეში დაითვლება საბოლოო შედეგები.

ე) ახალი პარლამენტი დაამტკიცებს ახალ, დემოკრატიულ მთავრობას.

ესაა რაც განიხილება ჩვენი მხრიდან.

ყველა რეფორმას ჩაატარებს ის პოლიტიკური მთავრობა, ვისაც ამომრჩეველი მიანიჭებს მანდატს დემოკრატიული არჩევნების გზით.

ვის არ მოგწონთ?

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა  განაცხადა;

ჩვენ წინ წასული ვიქნებოდით ეს რომ მომხდარიყო მაშინდელ საპარლამენტო არჩევნებში. არ მოხდა და მე არ მგონია, რომ დღეს ვინმეს ინტერესში იყოს, თუნდაც ჩვენს, ყველას ერთობლივ ინტერესში, რომ ახლა დავიწყოთ იმაზე ჭორაობა, თუ ვინ იყო უფრო წინააღმდეგი და ვინ ნაკლებად. ვიტყოდი, რომ დიდი ენთუზიაზმი არავისგან არ იყო იმიტომ, რომ ეს ტექნიკური მთავრობა უნდა შემდგარიყო არა პოლიტიკოსებისგან, არამედ პროფესიონალებისგან

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved