• რეკლამა
  • კონტაქტი
03:26, ხუთშაბათი, 14 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ამ დროშის აფსუურობა აბსურდია…“ – ვისი დროშა ააფრიალეს სოხუმში გამართულ სახალხო ზეიმზე

ალია ავტორი - ალია
17:04 07-24-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
9,157

აფხაზეთში დროშის დღე აღნიშნეს, სადაც სხვა დროშებთან ერთად ცენტრალურ მოედანზე ქართულ დროშას მიმსგავსებული დროშაც გამოჩნდა. ამ ფაქტს აზრთა სხვადასხვაობა და განხილვები მოჰყვა სოციალურ ქსელში.

საკუთარი მოსაზრება გააზიარა ისტორიკოსმა კახა კვაშილავაც, რომელიც აფხაზეთის ისტორიას იკვლევს.

„ქართული ფეისბუკი ემოციებს ვერ მალავს: აზიარებენ ვიდეოს (წარწერით: აფხაზებმა ქართული დროშა გამოიტანეს!) სოხუმში აფხაზებმა ქართული ეროვნული დროშა გამოიტანეს სახალხო ზეიმზეო.

საქმე იმაშია, რომ გუშინ სეპარატისტებმა აღნიშნეს „ეროვნული დროშის დღე“. შესაბამისად, გაიმართა სახალხო ზეიმი, სადაც ნავსადგურის მიმდებარედ ერთმა ცხენზე ამხედრებულმა „ჯიგიტმა“ ზეაღმართულად ხუთჯვრიანი დროშა შემოიტანა.

ვიდეოზე ჩანს, რომ ზოგიერთი ადგილობრივიც, ან უფრო ტურისტი რუსეთიდან, გარკვეულად, შეცბუნებული შეხვდა ამ „სანახაობას“.

ქართული „ბაბლი“ კი ლამისაა ჩემოდნებს ალაგებს.

ახლა ვნახოთ, რა ხდება?

საქმე იმაშია, რომ 1325 და 1339 წლებში (წელი კარგად დაიმახსოვრეთ, ქვემოთ დაგვჭირდება!!!) გენუელმა კარტოგრაფმა პიეტრო ვესკონტემ და ანჯელინო დულჩერტიმ ცალ-ცალკე შექმნეს პორტოლანები (რუკები ნაოსნობისათვის, სადაც მნიშვნელოვანი ნავსადგურები იყო გამოსახული).

საქართველოს ტერიტორიაზე მნიშვნელოვან ნავსადგურად მონიშნულია სებასტოპოლისი (სოხუმის ერთ-ერთი სახელწოდება ევროპულ წყაროებში), სადაც გენუელებს სავაჭრო ცენტრი (ფაქტორია) ჰქონდათ ორგანიზებული.
ეს საკმაოდ კარგად ცნობილი ფაქტია, თუნდაც ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოებიდან. ამიტომ აქ არ შევჩერდები.

ჩვენი ენგურსგაღმელი კოლეგები, რომლებიც ოფლ მოუწმენდავად მუშაობენ საქართველოს ისტორიის გაყალბებაზე და „აფსუური“ ისტორიის შექმნაზე, ამტკიცებენ, რომ ხუთჯვრიანი ალამი საქართველოს ეროვნული დროშა კი არა, არამედ მათია – აფსუურია! ამიტომ, გუშინ სოხუმში გამოიტანეს არა საქართველოს ეროვნული დროშა, არამედ, როგორც თვითონ თვლიან, „ეროვნული აფსუური ალამი“.

ამ დროშის აფსუურობა რომ აბსურდია, ამას სკოლაში ისტორიის საშუალო დონეზე მსწავლელიც კი მიხვდება.
ყველა წყაროში, მათ შორის, იგივე იტალიელების, ნათქვამია, რომ სებასტოპოლისი ქართული ქალაქია და შესაბამისად – ხუთჯვრიანი დროშა ქართული სახელმწიფოებრიობის სიმბოლოა!

ზემოთ გთხოვეთ, თარიღი დაგეხსომებინათ კარგად. ჰოდა, ახლა გაიხსენეთ: XIV საუკუნეში საქართველოს ერთიანობა ჯერ კიდევ დაშლილი არაა. ეს ტრაგედია XV საუკუნის მიწურულის მოვლენაა, სამწუხაროდ.
აი, ასეთი პროზაული საფუძველი აქვს ფეისბუკის ქართული „ბაბლის“ პოეტურ ზეაღტკინებას.

ილუსტრაციაზე: ანჯელინო დულჩერტის პორტოლანის ფრაგმენტი (1339 წ.). ,- წერს ისტორიკოსი კახა კვაშილავა.

წყარო: პრაიმთაიმი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე
ახალი ამბები

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე

13:35 05-07-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

სტერეოტიპი – მიკროავტობუსი საშიშია – რა იწვევს შიშს რეალურად?
ახალი ამბები

სტერეოტიპი – მიკროავტობუსი საშიშია – რა იწვევს შიშს რეალურად?

20:31 05-13-2026
5 კითხვა, რომელიც პროფესიონალური დამკრძალავი ბიუროს არჩევაში დაგეხმარება
ახალი ამბები

5 კითხვა, რომელიც პროფესიონალური დამკრძალავი ბიუროს არჩევაში დაგეხმარება

18:37 05-13-2026
თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, თეგეტა ჰოლდინგმა 11 მილიონი ევროს ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, თეგეტა ჰოლდინგმა 11 მილიონი ევროს ობლიგაციები განათავსა

18:02 05-13-2026
“არ ხარ მძღოლად დაბადებული” – მითია თუ რეალობა?
ახალი ამბები

“არ ხარ მძღოლად დაბადებული” – მითია თუ რეალობა?

15:44 05-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved