• რეკლამა
  • კონტაქტი
13:33, სამშაბათი, 24 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამ დეზინფორმაციას და ცილისწამებას ჩვენ არცერთი წამით არ გავატარებთ!” – ანდრო ჭიჭინაძე “ოცნებას”

ალია ავტორი - ალია
14:19 07-04-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
135

სინდისის პატიმარი, ანდრო ჭიჭინაძე:

„მესმის, რომ შეიძლება მოსაბეზრებელი იყოს ერთი და იგივე, მაგრამ გავუსვამ ხაზს ერთ ფაქტს, რომ მორიგ ჯერზე „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წევრის და მაღალჩინოსნის მხრიდამ ეუთოს ასამბლეაზე დაფიქსირდა უდანაშაულობის პრეზუმფციის მორიგი დარღვევა, სადაც თქვა ყველა ბრალდებულზე, მათ შორის ჩემზე და დანარჩენ აქ მყოფებზე, რომ თურმე ის ადამიანები, რომლებსაც სხვადასხვა ადგილებში, ევროპარლამენტში, ევროკომისიაში და ა. შ. მოიხსენიებენ პოლიტიკურ პატიმრებად, ეს ადამიანები პოლიციელებს წვავდნენ „მოლოტოვის კოქტეილებით“ და აზიანებდნენ მათ ჯანმრთელობასო.

ხაზი მინდა გავუსვა, რომ ამ დეზინფორმაციას და ცილისწამებას ჩვენ არცერთი წამით არ გავატარებთ. უკვე მესამე თუ მეოთხე შემთხვევაა, დაფიქსირდა უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა.

ცოტა ისტორიულ წარსულშიც უნდა დავბრუნდე. მე მახსენდება ასეთი ფაქტი, 1944-45 წლებში ნაცისტურ გერმანიაში არსებობდა კანონი, სადაც არ შეიძლებოდა ფიურერის გაკრიტიკება. რომ წარმოიდგინოთ, ამ პირობებში, ცოლ- ქმარი წვანან ლოგინში და ქმარმა ცოლს ფიურერზე გაუზიარა კრიტიკული აზრი. ამის შემდეგ მათ იჩხუბეს და ცოლმა ქმარი დააბეზღა, ეს კაცი კი დაიჭირეს. პროკურატურა ამ კაცს ედავებოდა ფიურერის საჯარო კრიტიკას. აბსურდია ხომ? მეტიც, ამ კაცს პროკურატურა ედავებოდა იმას, რომ შესაძლოა, ეს იდეა ამ კაცთან მისულიყო რაღაც სივრციდან, სადაც მრავალი ადამიანი ლაპარაკობდა თავის კრიტიკულ აზრს, ამ კაცმა კი გაუზიარა ცოლს. შემდგომ, შესაძლოა, ეს აზრი მომავალშიც განვითარებულიყო ისეთ ადგილას, სადაც ასევე ბევრი ადამიანი იქნებოდა, ამიტომ ეს ადამიანი უნდა დასჯილიყო სიკვდილით. მე მგონი, საერთო რაღაცების დაჭერა შეიძლება ამ ამბავში, იმიტომ, რომ აბსოლუტური აბსურდული ლოგიკაა. ამ ამბავს ჰქონდა ძალიან კარგი დასასრული. ნაცისტებმა ომი წააგეს, 1945 წელია და ვერ მოასწრეს ამ კაცის სიკვდილით დასჯა. მე. საერთო ნიუანსებს ვხედავ იმ ლოგიკაში, რასაც იმ დროინდელი პროკურატურა ამყარებდა და იმ რაღაც საქმეში, რომელიც დაახლოებით ასი წლის წინ ვითარდებოდა ნაცისტურ გერმანიაში“, – განაცხადა ანდრო ჭიჭინაძემ.(ipn)

3 ივლისს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე „ქართული ოცნების“ წევრმა ნიკოლოზ სამხარაძემ გააკრიტიკა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ანგარიშში საქართველოს შესახებ დამატებული შესწორებები და განაცხადა, რომ „მოლოტოვის“ კოქტეილებით „შეიარაღებული“ თავდამსხმელების მშვიდობიან მოქალაქეებად მონათვლა ხდება“.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

თიბისი კამპუსში – ტექნოლოგიებისა და Data კურსებზე – მიღება დაიწყო
ახალი ამბები

თიბისი კამპუსში – ტექნოლოგიებისა და Data კურსებზე – მიღება დაიწყო

13:29 03-24-2026
თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სესხის ოპტიმალურ სავალუტო სტრატეგიაზე რეკომენდაციები გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სესხის ოპტიმალურ სავალუტო სტრატეგიაზე რეკომენდაციები გამოაქვეყნა

12:22 03-24-2026
რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია
ახალი ამბები

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია

16:45 03-23-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:46 03-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved