პოლიტიკოსი, საბა ბუაძე, 20–21 ივნისზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება:
“როგორ ძალიანაც არ უნდა ცდილობს ახლა “ქართული ოცნება, რომ პასუხისმგებლობა სტრასბურგის მეირ დადასტურებულ დანაშაულზე შეტენოს მხოლოდ გიორგი გახარიას, ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, რომ ამ დანაშაულს ჰყავს არაერთი თანამონაწილე და თანამზრახველი.
20 ივნისი იყო გენერალური რეპეტიცია იმ სადისტური სპეცოპერაციის, რომელიც გასული წლის ნოემბრის და დეკემბრის დღეებში მოუწყო. აუცილებელია, იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს 20 ივნისთან შედარებით გაცილებით უფრო სასტიკ დარბევაში, დადგება დღე, როდესაც ასეთი მსგავსი და კიდევ უფრო მკაცრი განაჩენები გამოვა, რომლსი აღსრულებასაც ეს ხალხი ვერნაირად ვერ გაექცევა”, – ამბობს საბა ბუაძე.
სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ 20 ივნისს დაზარალებული 26 მოქალაქის საქმეზე დაადგინა, რომ ყველას მიმართ დაირღვა წამების მუხლი ეფექტიანი გამოძიების ნაწილში და დაზარალებულებისთვის ჯამში 646 000 ევროს გადახდა დააკისრა.
დიდმა პალატამ 20-21 ივნისს დაზარალებული 26 მოქალაქის საქმეზე ერთხმად დაადგინა, რომ ყველა განმცხადებლის მიმართ დაირღვა წამების აკრძალვის მუხლის პროცედურული ნაწილი, ასევე გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება.














კომენტარები