ექიმ ალეკო ცხაკაიას შვილი, ზურა ცხაკაცია, ნიშნავს “თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალურ ცენტრს” და წერს:
“მივიდა ამ დამპალ კლინიკაში ჩემი მამიკო ურისკო ოპერაციის გასაკეთებლად, მისი ფეხით შევიდა და მამა სახლში მკვდარი გამომატანეს. ყველანაირი ახსნა განმარტების გარეშე. მომიკლეს მამა ამ არაპროფესიონალებმა. მისი სხეული ისე გაასიეს და გააუბედურეს ადამიანურს აღარ გავდა.
ექიმი კაცი, რომელიც მთელს საქართველოს უყვარდა და პატივს ცემდა, მომიკლეს..”
ამ მომენტისათვის, კლინიკის გვერდზე კომენტარი, ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, არ არის გავრცელებული. კლინიკის მიერ, კომენტარის გაკეთების შემთხვევაში, მასალა აქვე განახლდება
კომენტარები