• რეკლამა
  • კონტაქტი
01:54, ხუთშაბათი, 7 დეკემბერი, 2023
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამ დაავადებას შეუძლია მარტივად „დაგაგდოს“, კოშმარული დღეები გამოვიარე…” – სალომე ბაკურაძე

ალია ავტორი - ალია
13:57 06-29-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
94

„დღეიდან „მოვიხოდეთ“ და დავბრუნდით. ბოდიში, ხალხო, ვერ გპასუხობდით. სალო უკეთ არის და მალე ისევ იციმციმებს, როგორც ადრე. ძალიან დიდი მადლობა ამდენი ყურადღებისთვის“, – ამის შესახებ მომღერალ სალომე ბაკურაძის მეუღლემ პროდიუსერმა, ლაშა ბასლანძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

მოგვიანებით კი ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ სალომე ბაკურაძემ „ფორტუნასთან” ისაუბრა.

,,რამდენიმე დღის წინ გავიღვიძე და საწოლიდან წამოდგომა ვერ შევძელი. ფეხი ძირს ვერ დავადგი. თვალებს ვერ ვახელდი. მქონდა გულის რევის შეგრძნება გამუდმებით. თვალსაც რომ ვხუჭავდი და ვიწექი, მაინც ყველაფერი ტრიალებდა.

ჩემმა დედამთილმა და მეუღლემ დედამიწა გადაატრიალეს და დაუკავშირდნენ ექიმს, რომელიც ამ პერიოდში თურქეთში იმყოფებოდა. თავიდან ცუდი დიაგნოზის მოლოდინი ჰქონდათ, გადამიღეს კატე, ასეთ დროს სიმსივნეს ეჭვობენ ხოლმე, თუმცა არ დადასტურდა. მე, ამ დროს, მართალი გითხრათ, ვერაფერზე ვნერვიულობდი, ისე ცუდად ვიყავი, გავითიშე… ჩემი ოჯახის წევრები ნერვიულობდნენ დიაგნოზზე.

ექიმი ნევროლოგის, ეკა ხარხელის ასისტენტებმა ჩამიტარეს ყველა კვლევა. თვალებს ვერ ვახელდი და ერთ კონკრეტულ ეპიზოდში ლეიკოპლასტირით დამიმაგრეს, რომ გუგები ენახათ… დადგინდა ვესტიბულარული აპარატის ნერვის ანთება. იგივე პრობლემა ჰქონდა, როგორც ვიცი, კახი კალაძეს, მხოლოდ უფრო მეტად რთულ ფორმაში.

ექიმმა მითხრა, რომ ამ დაავადებას როგორც შეუძლია მარტივად „დაგაგდოს“, ისევე სწრაფად შეიძლება გამოჯანმრთელება. ეს საკუთარ თავზე გამოვცადე. დამინიშნეს როგორც მედიკამენტოზური მკურნალობა ჰორმონებით, ტვინის მკვებავებით, ასევე ვარჯიშები, რომელსაც სახლში ვაკეთებ. კონკრეტული მეთოდით მკურნალობენ. ორი-სამი დღე საკმაოდ მძიმე იყო, კოშმარული დღეები გამოვიარე…”

თეგები: სალომე ბაკურაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„მე გეტყვით, თუ ვინ არის ბიძინა ივანიშვილი… ეს არის ინსაიდერული ინფორმაცია, რომელიც უტყუარია, მაგრამ ამას, სავარაუდოდ, არავინ იტყვის!“ – კონრად ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„მე გეტყვით, თუ ვინ არის ბიძინა ივანიშვილი… ეს არის ინსაიდერული ინფორმაცია, რომელიც უტყუარია, მაგრამ ამას, სავარაუდოდ, არავინ იტყვის!“ – კონრად ბაბუნაშვილი

17:20 12-06-2023
როგორ უნდა გათავისუფლდნენ ქართველი ტყვეები? – სამხედრო ექსპერტი გამოსავალზე საუბრობს
ახალი ამბები

„რა შეცდომაც არ უნდა დაუშვას ზელენსკიმ, ამას ვერავინ დაუკარგავს…“ – რას ამბობს გიორგი თავდგირიძე

15:45 12-06-2023
„ქართული ოცნება“ მომზადებული იყო, როგორც პოლიტიკური ძალა, რომ რუსეთის ამ პროექტში მიეღო მონაწილეობა… თუმცა, გეგმები ჩაიშალა“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

„ქართული ოცნება“ მომზადებული იყო, როგორც პოლიტიკური ძალა, რომ რუსეთის ამ პროექტში მიეღო მონაწილეობა… თუმცა, გეგმები ჩაიშალა“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი თავდგირიძე

17:41 12-05-2023
„მე არ დავტოვებ ჩემს ქვეყანას, რაც არ უნდა მოხდეს, ბოლომდე ვიბრძოლებ“ – რას უყვება „ალიას“ ეკა ბესელია?
ახალი ამბები

,, პარტიას, რომელსაც ჰყავს კობახიძე, მდინარაძე, ოხანაშვილი და მათიკაშვილი, იმას ხმა როგორ უნდა მისცენ?” – ეკა ბესელია

21:38 12-04-2023

ბიზნესი

პირველი ელექტროავტობუსი საქართველოში „თეგეტა ჰოლდინგმა“ ჩამოიყვანა
ახალი ამბები

პირველი ელექტროავტობუსი საქართველოში „თეგეტა ჰოლდინგმა“ ჩამოიყვანა

17:29 12-06-2023
GITI 2023- 5 დღე ყველაზე მასშტაბურ ტექნოლოგიურ ღონისძიებამდე
ახალი ამბები

GITI 2023- 5 დღე ყველაზე მასშტაბურ ტექნოლოგიურ ღონისძიებამდე

13:53 12-06-2023
სელფის კორპორაციული კლიენტები ოპტიმოს პაკეტებზე სპეციალური პირობებით ისარგებლებენ
ახალი ამბები

სელფის კორპორაციული კლიენტები ოპტიმოს პაკეტებზე სპეციალური პირობებით ისარგებლებენ

16:40 12-05-2023
თიბისი ლიზინგი და EFSE საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობას ზრდის
ახალი ამბები

თიბისი ლიზინგი და EFSE საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობას ზრდის

15:15 12-05-2023
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2023 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2023 Alia.ge - All rights reserved

WordPress PopUp Plugin