• რეკლამა
  • კონტაქტი
20:56, პარასკევი, 13 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამ ჩეკს ვუგზავნით ივანიშვილს და კობახიძეს” – ხაბეიშვილი

ალია ავტორი - ალია
15:00 02-29-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,417

“ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა., განაცხადა:

“ცეცხლის ფასი აქვს პირველადი მოხმარების პროდუქტებს და ივანიშვილმა და კობახიძემ ზუსტად უნდა იცოდეს, რომ ეს პრობლემები აწუხებს მოქალაქეებს – გაძვირებული პროდუქტის ფასები. ერთ ხელში მიჭირავს ჩეკი, მეორეში მიჭირავს პროდუქტები, რომლებიც მაღაზიაში შევიძინეთ და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ნამდვილად ცეცხლი უკიდია ფასებს, ნამდვილად გაძვ რებული აქვს ჩვენს მოქალაქეებს ცხოვრება და ამ ჩეკს თავისი ფასების ჩამონათვალით დღეს ვუგზავნით ივანიშვილს და კობახიძეს მთავრობის კანცელარიაში და კარგად უნდა ესმოდეთ, რომ მათ უნდა იზრუნონ ხალხზე, ფასებზე და ის პოლიტიკური ბოდიალი, რასაც ისინი აკეთებენ, ჩვენს მოსახლეობას არ აინტერესებს. ჩვენი მოსახლეობის ყოველდღიური პრობლემებია ის ფასები, რომელთანაც უწევთ გამკლავება ყოველდღიურად. შესაბამისად, ახლა ამ ფასებს ავიღებთ და ჩავაბარებთ კანცელარიაში. ყოველ დღე გავაკეთებთ ამას, თუ ისინი არ დაინტერესდებიან ჩვენი მოქალაქეების პრობლემებით და ეს არის ფასების გაძვირება ნამდვილად.

გაძვირებულ პროდუქტებზე, რომლებზე ვსაუბრობ, იგივე რძე, კარაქი, ბრინჯი, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში აზერბაიჯანში, სომხეთში და თურქეთში არის ბევრად იაფი და ცხადია, გაჩნდება კითხვა რატომ შეიძლება იყოს, რომ საქართველოში იყოს გაძვირებული, ცეცხლის ფასი ედოს პროდუქტებს და ჩვენს მეზობელ ქვეყნებში იგივე პროდუქცია ღირს იაფი. მარტივი ახსნა აქვს ამ ყველაფერს, რადგან ივანიშვილი და ივანიშვილის პარტია გამდიდრდეს, ხალხის კეთილდღეობა ცხადია არავის არ აინტერესებს. ეს არის შესაცვლელი, ჩვენ უნდა შევცვალოთ ეს დამოკიდებულება, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი მოქალაქეებისთვის დღეს და ყოველდღიური პრობლემა, რომელიც მათ აქვთ, უკავშირდება სწორედ ფასებს პირველადი მოხმარების პროდუქტების და ადამიანების დიდი უმრავლესობა ფაქტობრივად ვერ ახერხებს ოჯახების გამოკვებას. 2024 წელი არის შესაძლებლობა შევცალოთ ეს ყველაფერი ხალხის საკეთილდღეოდ და კეთილდღეობა ჰქონდეს ყველას და არა ერთეულებს.“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved