“ნაციონალური მოძრაობის” წევრი თინა ბოკუჩავა:
“ამ ჩანაწერებში, რომელიც 4 ათასი გვერდია, მეც ვფიგურირებ. ერთ–ერთი საუბარია, ტყუილ–მართალის აღრევა, ნაწილი ფაბრიკაციაა, ნაწილი სიმართლე. სიმართლე ისაა ნამდვილად, რომ ჩემი ოჯახის მოძღვარი არის ნახსენები, ნახსენებია დედაჩემი სახელი და გვარით.
რომ ვკითხულობდი, ძალიან შემზარავია, ისეთი ფორმულირებაა. მართლა ძალიან ამაზრზენია არა იმიტომ, რომ ეს პერსონალურად მე მეხება, არამედ იმიტომ, რომ ასეთ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, სადაც ყველას უსმენენ, სადაც არ არსებობს არანაირო ზღვარი და ფასეულობა”
კომენტარები