მწერალი ნუგზარ სულა სულაშვილი:
„უზნეობას ვერ გაამართლებს ვერანაირი არჩევნები რაც არ უნდა გამჭვირვალე და დემოკრატიული იყოს!
რას ვხედავ უზნეობაში?
უზნეობაა ნებისმიერი ქმედება, რომელიც კონსოლიდაციას არღვევს და მტრის წისქვილზე ასხამს წყალს.
უზნეობაა როდესაც გყავს მომაკვდავი პრეზიდენტი და მის მიერ დაარსებული პარტიის სადავეებს ებღაუჭები ამორალური წესით.
ამორალიზმია ყველაფერი ის, რაც თქვენს საქციელთანაა კავშირში და მერწმუნეთ, ამ ბრძოლაში ვერცერთი ვერ გამოხვალთ გამარჯვებული.
ამ ბრძოლაში გამარჯვებული მხოლოდ ერთი კაცი იქნება და ისიც მხოლოდ ივანიშვილი.
თანაბრად მტკივა, მწყინს და თანაბრად ვბრაზდები ყველა თქვენგანზე, მხოლოდ იმიტომ რომ ყველას თანაბრად გცემდით პატივს და თანაბრად მიყვარდით!
არც ახლა მძულხართ. მძულს მხოლოდ ჩემში გაჩენილი იმედგაცრუება…
მეგონა მართლა ერთიანი იყავით…“
კომენტარები