• რეკლამა
  • კონტაქტი
16:55, პარასკევი, 16 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამ ბრძოლაში დიდი ხანია ვარ… აზოვის პოლკის შესაქმნელად მე მივავლინე გია ყუფარაშვილი” – მიხეილ სააკაშვილი

ალია ავტორი - ალია
13:25 04-20-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,016

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე აზოვის ბატალიონის შესახებ ისაუბრა, რომლის ჯარისკაცებიც მარიუპოლს გმირულად იცავენ.

როგორც მან აღნიშნა, თავის დროზე პოლკის შესაქმნელად გიორგი ყუფარაშვილი​ თავად მიავლინა და პირადად იღებდა მონაწილეობას უკრაინელი სამხედროების დასახმარებლად გეგმის დასახვაში.

“ჩემი გული როგორც საქართველოს, ისე უკრაინას ეკუთვნის. ამ ბრძოლაში მე დიდი ხანია ვარ. თავის დროზე, მაგალითად აზოვის პოლკის შესაქმნელად მე მივავლინე გია ყუფარაშვილი, რომელიც ჩემთან მუშაობდა. ჩვენ ერთად ჩამოვედით. მან მთხოვა ნებართვა, შემდეგ მე შევხვდი ბელეცკის, პოლკის მეთაურს მაშინ და დავსახეთ ერთად გეგმა, თუ როგორ დაეხმარებოდნენ ქართველები. მერე ბახვა ჩამოვიდა, რომელიც ახლა გმირულად დაიღუპა. საქართველოს ჰყავს ნამდვილი გმირები. ჩვენ არ გვჭირდება კონფორმიზმი და უკან დახევა ნებისმიერი საფრთხის წინაშე. ჩვენ შეგვიძლია ყველაფრის შეცვლა. ეს არის ჩვენს ძალაში”, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

მესამე პრეზიდენტმა ასევე საქართველოში მიმდინარე პროცესებზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამოსწორება რამდენიმე თვეშია შესაძლებელი, თუმცა ამისთვის აუცილებელია საზოგადოების ერთიანობა და სიმტკიცე.

“ახლა ნურავინ ნუ ელის რაღაც საიდუმლო გეგმებსა და კონსპირაციას. ყველაფერი ზედაპირზეა – უკრაინა იმარჯვებს, რუსეთი მარცხდება, საქართველო გასაერთიანებელია, გამოსაყვანია ჩიხიდან, ჩვენი ისტორია გასაგრძელებელია, ქართველები უნდა იყვნენ ბედნიერები საკუთარ ქვეყანაში. ქვეყნიდან გაქცევა უნდა შეჩერდეს და წერტილი დაესვას. დიდი ეკონომიკური გამოწვევები გვაქვს პოლიტიკის არ ქონის გამო, თითოეულ ქართულ ოჯახს კატასტროფულად გაუჭირდა. ამ ყველაფრის გადალახვა შეიძლება სულ რამდენიმე თვეში, ოღონდ ერთიანობა, სიმტკიცე, არშეგუება, არმიღება სხვის მიერ მოხვეული თამაშის წესების. ჩვენ გვაქვს ჩვენი ქართული გზა და გვექნება უკრაინელებთან ერთად ჩვენი ქართული გამარჯვება. თითოეული ქართველის გამარჯვება”, – თქვა მესამე პრეზიდენტმა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ისწავლე ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენება – თიბისი ტექსკოლაში მიღება დაიწყო
ახალი ამბები

ისწავლე ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენება – თიბისი ტექსკოლაში მიღება დაიწყო

14:54 10-16-2026
Euromoney-მ თიბისი საქართველოს საუკეთესო სავალუტო ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი საქართველოს საუკეთესო სავალუტო ბანკად დაასახელა

15:05 10-15-2026
ჩაირთე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები აპლიკაციით Mysilknet!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები აპლიკაციით Mysilknet!

11:23 10-15-2026
რა შემთხვევაში ვიხდით მანქანის დიაგნოსტიკაში ძვირს? – ცრუ კოდები და ფულის ხაფანგი
ახალი ამბები

რა შემთხვევაში ვიხდით მანქანის დიაგნოსტიკაში ძვირს? – ცრუ კოდები და ფულის ხაფანგი

21:08 10-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved