სამოქალაქო აქტივისტი, სალომე სიმონია:
ბოლო 14 წელში, 80%-ით გაიზარდა უფასო სასადილოების ბენეფიციართა რაოდენობა. თბილისში, 2013 წელს 23 ათასი ადამიანი იყო აღრიცხული, დღეს – 42 ათასზე მეტია.
გარდა იმისა, რომ წლიდან წლამდე ეს მაჩვენებელი იზრდება და საშინელი საკვებია მათთვის განკუთვნილი, დღეს გაირკვა, რომ ყველაზე დაუნდობლად სწორედ მათ ძარცვავენ.სუსმა განაცხადა, რომ თურმე უფასო სასადილოებისთვის გამოყოფილ დიდი ოდენობით თანხას, 3,5 მილიონ ლარს თაღლითურად დაეუფლა კომპანია Aladashvili & co.ეს კომპანია 2012 წლის 17 დეკემბერს, ოცნების მოსვლისთანავე შეიქმნა და მას მერე, ჯამში მოგებული აქვს 61,9 მილიონის ტენდერი და 1,9 მილიონის გამარტივებული შესყიდვა.თურმე წლების მანძილზე საკვებს აკლებდნენ და უხარისხო საჭმლით ამარაგებდნენ უფასო სასადილოების რიგში მდგარ ისედაც გაჭირვებულ, მშიერ მოსახლეობას.ლობიოში ქვები და მატლებია; პური მეორე დღეს ობდება; კატლეტი არ იჭმევა, არც ძაღლი ჭამს; – ეს უფასო სასადილოების ბენეფიციარების კომენტარებია.ოცნების მიერ ბოლოს „გამოვლენილი“ საქმეებიდან დგინდება, რომ ხელისუფლება თურმე ყველაზე მეტად ყველაზე დაუცველებს – ბავშვებს, მოხუცებს და მშიერ მოსახლეობას უმოწყალოდ ძარცვავდა.
ამ ბაბუს რომ ლუკმა-პურს მოპარავ.














კომენტარები