• რეკლამა
  • კონტაქტი
21:53, კვირა, 16 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ამ ასაკის ქალბატონი, თავს უფლებას აძლევს, ახალგაზრდა მთავრობას დაუპირისპირდეს“ – თეა წულუკიანი პრეზიდენტზე

ალია ავტორი - ალია
11:47 10-12-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
293

„რეალურად, [სალომე ზურაბიშვილი] დაუპირისპირდა იმ ქვეყნის მთავრობას, რომელსაც, იმედი მაქვს, დღესაც სამშობლოდ აღიარებს. დაუპირისპირდა მთავრობას, მაშინ, როცა მთავრობას ძალიან რთული გზა აქვს, რომელსაც ჯერჯერობით წარმატებით და ღირსეულად გადის,“ – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „იმედი ლაივში“ განაცხადა.

„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისრაელამდე გაცილებით ნაკლები მანძილია, ვიდრე დასავლეთ ევროპამდე და ჩვენ, ჩვენი ფართო გაგებით, რეგიონის აღქმა ხანდახან დაკარგული გვაქვს.

ამიტომ, რეალურად, ჩვენს რეგიონში გვაქვს ცეცხლი, თითქმის ყველა კუთხეში და ჩვენ, მთავრობას გვევალება უზრუნველვყოთ მშვიდობა, რასაც ეს ხელისუფლება, პოლიტიკური ხელისუფლება ჯერჯერობით ახერხებს.

ასევე გვევალება, რომ ყველაფერთან ერთად ევროპული ინტეგრაციის გზაზე პროგრესი ვაჩვენოთ, ასევე გვევალება, რომ ეკონომიკა გაიზარდოს, ასევე ბევრი რამ გვევალება, ეს ჩვენი პასუხისმგებლობებია და პარლამენტთან ერთად ამას ასე თუ ისე ვახერხებთ.

აი, ამ ყველაფერში, იმის მაგივრად, რომ გამოცდილი დიპლომატი, არ მიყვარს ხოლმე შეხსენება, მაგრამ – რაკი ახალგაზრდებს აქვთ უფლება, რომ ჩვენ რაღაცები შეგვახსენონ, მეც მაქვს ალბათ უფლება, რომ ჩემზე უფროს ადამიანს რაღაც შევახსენო – ამ ასაკის ქალბატონი თავს უფლებას აძლევს, რომ ახალგაზრდა თაობას ამ ქვეყნის, ვგულისხმობ მთავრობას, დაუპირისპირდეს და ხელი შეუშალოს მისწრაფებებში, მათ შორის ევროპულ მისწრაფებებში,“ – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved