• რეკლამა
  • კონტაქტი
04:14, ოთხშაბათი, 18 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამ აფერისტების დოღის” გამო, ვირუსი მოედო უკვე თითქმის ყველას” – ირაკლი კაკაბაძე

ალია ავტორი - ალია
20:28 11-24-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
46

მწერალი, ირაკლი კაკაბაძე, სოციალურ ქსელში, წერს:

“ახლა დრო მოვიდა რომ ყველანი ერთად დავდგეთ თეთრ ჭირთან – კორონასთან ბრძოლაში. უკვე ძალიან ბევრი ადამიანი – ჩვენიც ახლობელიც და სხვისიც მიჰყავს ამ საშინელ და უხილავ დაავადებას. ამ არჩევნებმა ძალიან დაგვწამლა – პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით – მარკ ტვენისა არ იყოს “ამ აფერისტების დოღის” გამო, ვირუსი მოედო უკვე თითქმის ყველას. ახლა, ჩვენ უნდა მოვითხოვოთ რომ ხელისუფლებამ ადამიანის ჯანმრთელობა დააყენოს პირველ ადგილზე – და თანაც ისე, რომ ადამიანები შიმშილითაც არ დაიხოცონ.

ესაა ჩემი უკანასკნელი ლექსი: თეთრი ჭირი

თეთრი ჭირი

ფილიპინებზე არის კუნძული მინდანაო,

თეთრი ჭირი მეწვია და:

შენი სიცოცხლე მინდა რაო?!

ზევსის კულტურამ ასე დაგვიბარაო,

გამუქდეს ჩვენი ცისფერი ცაო!

თეთრი ჭირი გვეწვია და:

თქვენი სიცოცხლე მინდა რაო?!

ჩემო საყვარელო და ძვირფასო დაო!

სიცოცხლის სტილი დაგვიძველდაო.

და სუნთქვაც ტყუილად მოგვიცდაო!

კაცობრიობამ ჭირს ჰკითხა: რაო? რაო?

დიახაც: თქვენი სიცოცხლე მინდა რაო?!

დიახაც: ცხოვრება ხომ აღარ გვინდაო!

დიახაც: სუნთქვა რობოტმა ჩაიბარაო!

თეთრი ჭირი ეწვია კაცობრიობას:

ის იჩემებს კაცის ბუნებრიობას.

ის მხოლოდ ახლა იწყებს პურის ცხობას.

ის წყნარად ანგრევს ყველა წყობას.

რატომ მოხვედი უეცრად, თეთრო ჭირო?

რატომ მიგყავართ ამდენი ერთად?

‘იმიტომ რომ ნივთებია მარტო საჭირო!

იმიტომ რომ ბანკნოტი იქცა ღმერთად!”

იმიტომ რომ სიყვარული სადღაც გაგექცათ!

იმიტომ რომ სანატრელად მანქანა გექცათ!

იმიტომ რომ სუნთქვა თქვენ დაგავიწყდათ!

იმიტომ რომ შუბლის ძარღვი გაგიწყდათ!

მე ვარ ნიშანი თქვენი უსახურობის!

მე ვარ ნიშანი თქვენი მუდმივი მტრობის!

ვირტუალურად გამოკრული ზე-კაცის შობის!

მე ვარ ნიშანი უოლ სტრიტის ლპობის!

მე ვარ ნიშანი უგულო კაცობრიობის!

მე ვარ ნიშანი უპატარძლო ნიშნობის!

მე ვარ ნიშანი ყველა ბრენდის ნდობის!

მე ვარ ნიშანი სინდისის გაქრობის!

მე ვარ ნიშანი რუხი კარიერიზმის!

მე ვარ ნიშანი კაპიტალ-კომუ-ნიზმის!

მე ვარ ნიშანი დაუნდობელ ფაშიზმის!

მე ვარ მომტანი პირფერი კატაკლიზმის!

მე ვარ ნიშანი უხმო კორპორატიზმის!

მე ვარ ნიშანი უნიჭო ბარბარიზმის!

მე ვარ ნიშანი პრანჭია ეგოიზმის!

მე ვარ ნიშანი და ჩემი ხმა არ ისმის!

ჩუმად მოვდივარ და მოგეპარებით!

რომ წავიყვანო მთელი თქვენი გვარები!

და სამწუხაროდ, არავინ მებრალებით!

თქვენ გამომიგონეთ, თქვენი ხელებით!

თქვენ მომიგონეთ, თქვენი ხელებით!

სულიერების ფულთან გატოლებით!

მატერიების დიდი განტოლებით!

ამქვეყნიერების დის უაზრო ვნებით!

ვარ თეთრი ჭირი, რომ ჩემი გეშინოდეთ!

ჩემი შიშით რომ ყოველდღე ძრწოდეთ!

აფთიაქებში უაზროდ დარბოდეთ!

და ტვიტერებში ეძებდეთ ოდებს!

თეთრი ჭირი ვარ თრობის ბოლის!

თეთრი ჭირი ვარ სავაჭრო მოლის!

როგორც რძისგან დაცლილი ცოლის!

და სამუშაოდ აყვანილი ტროლის!

ფილიპინებზე კუნძული: მინდანაო;

ჩემო ძვირფასო, საყვარელო დაო!

ჭირმა: სიცოცხლე მინდა რაო?!

მე ჯერ არ ვიცი რა ვუთხრაო!

ანტონინ მარტო, 2020 ნოემბრის 22″

თეგები: ირაკლი კაკაბაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

11:59 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved