• რეკლამა
  • კონტაქტი
02:32, პარასკევი, 13 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ამ ამბავმა ჯულიეტა ვაშაყმაძის გარდაცვალების შემდეგ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელების მოქცევა გამახსენა“ – დავით ჯანდიერი

ალია ავტორი - ალია
13:54 02-13-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
232

იუსტიციის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე, იურისტი დავით ჯანდიერი ოჯახური ტრაგედიის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და სქრინებს აქვეყნებს:

„ყველამ იცით ჩემი პირადი ტრაგედია, 6 თებერვალს დედა დავკრძალე. რაც მინდა მოგიყვეთ ჩემთვის არის არაადამიანობის ამბავი და მაგალითი იმის, თუ როგორ შეიძლება დაკარგოს ადამიანმა ადამიანის სახე. კიდევ მეგონა, რომ ამ ქვეყანაში ყველაფრის კადრება არ იყო მოსული. ამ ამბავმა გამახსენა ჯულიეტა ვაშაყმაძის გარდაცვალების შემდეგ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელების მოქცევა. შეფასებები თქვენთვის მომინდვია. აი ასეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც ეს შეიძლება მოხდეს, სადაც ეს შეიძლება იყოს პასუხი ჭირისუფლისთვის მართლა არ მინდა.

დედაჩემი ექიმი გახლდათ. წლების განმავლობაში სასწრაფოში მუშაობდა, შემდეგ უბნის ექიმად. მამის გარდაცვალების შემდეგ, იქ მომუშავეთა თხოვნას დაეთანხმა და მამის ადგილი დაიკავა და გახდა მე-4 პოლიკლინიკის მთავარი ექიმი. ეს პოლიკლინიკა მამამ ააშენა, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. იქ მომუშავე ადამიანებისთის წარმოუდგენელი იყო, ვინმე გარედან მისულიყო მთავარი ექიმის თანამდებობაზე. სწორედ ამიტომ დათანხმდა დედა ამ დიდ თხოვნას. იშრომა, იშრომა ძალიან ბევრი და რამდენიმე წლის წინ ღირსეულად, საკუთარი განცხადების საფუძველზე წამოვიდა სამსახურიდან.

ზემოთ ვთქვი რომ დედა პროფესიით ექიმი იყო. ჩვენს ირგვლივ ბევრი ექიმია, მაგრამ გულისხმიერება, რაც დედას ჰქონდა იმდენად იყო აღიარებული, რომ ჩემგან, როგორც შვილისგან ამის თქმა, მერწმუნეთ ხმამაღალი ნათქვამი არ არის. დედა თვითონ ურეკავდა პაციენტებს, გამოძახების გარეშე მიდიოდა მათ სანახავად ბინაზე, გაჭირვებულებს მისი ხარჯით ყიდულობდა წამლებს და ასე დაუსრულებლად. ხო, სიტყვით გვარჩენს ლალი ექიმიო, ასე ამბობდნენ მისი პაციენტები.

იმ ბევრ ადამიანს შორის, რომლებიც დედას დაემშვიდობნენ რამდენიმე დღის წინ, იყვნენ ამ პოლიკლინიკის ძველი და მოქმედი თანამშრომლებიც, რომლებსაც რა თქმა უნდა დიდი მადლობა.

არ გაგიკვირდებათ, რომ ეს დღეები მხოლოდ დედაზე მეფიქრება. სამწუხაროდ აღმოვაჩინე, რომ პოლიკლინიკის ოფიციალურ ვებგვერდზე  სხვა შემთხვევებისგან განსხვავებით, დედის გარდაცვალებაზე არაფერი ეწერა. ძალიან მეტკინა და მივწერე ამის შესახებ ადმინისტრაციას. პასუხად მივიღე ჯერ რომ არ იცოდნენ დედის გარდაცვალების შესახებ (?!), ხოლო შემდეგ დაამატეს, რომ ჩემი მშობლების დამსახურება და ღვაწლი ჩემმა ნაქებმა ცხრაწლიანმა სისხლიანმა რეჟიმმა გაანადგურა. სხვა ახსნა/პასუხი/მიზეზი დედაჩემის ნეკროლოგის გამოუქვეყნებლობის შესახებ არ დაუსახელებიათ.

ამ პოლიკლინიკის დირექტორი ყოფილა ნინო ჩალაძე. აქამდე მისი არც გვარი ვიცოდი და არც სახელი. ამ პასუხით გამეცნო.

პ.ს. სისხლიანი ცხრა წლის ქება არ მახსოვს, კრიტიკა ბევრი, ისევე როგორც ამ ხელისუფლების, მაგრამ თქვენ ხომ ხართ რაც მთავარია დეპოლიტიზებულები“.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”
ახალი ამბები

საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”

18:20 11-12-2026
თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს

14:21 11-12-2026
გაიაქტიურე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ “MySilknet” აპლიკაციით
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ “MySilknet” აპლიკაციით

11:39 11-12-2026
ახალი ამბები

“შუა დერეფანი და საქართველო” – თიბისი კაპიტალმა ბიზნესისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კვლევა წარუდგინა

18:51 11-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved