“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წამოწყება დაკავშირებული ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიის ამერიკული მხარის მიერ დასანქციებასთან.
“12 აპრილის შემდეგ, როცა ეს კომპანია დასანქცირდა, ზუსტად თვენახევარში ბიძინა ივანიშვილმა საქმე აღძრა თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელ ბაჩიაშვილზე, მისი ნდობით აღჭურვილ პირზე, ამ კომპანიის სანქცირებიდან თვენახევარში აღძრა საქმე და ქვეყნიდან არ უშვებს, ჩამოართვა პასპორტი და ეს მოხდა ერთადერთი მიზეზი, რომ მისმა მარჯვენა ხელმა სრული ინფორმაცია მიაწოდა ჩვენს პარტნიორებს ბიძინა ივანიშვილის გადამალული რუსული ქონებების შესახებ და ამიტომ დასაჯა ივანიშვილმა ბაჩიაშვილი და აღუძრა საქმე,” – ამბობს ხაბეიშვილი.
კომენტარები