• რეკლამა
  • კონტაქტი
02:13, ხუთშაბათი, 30 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამ 13 წელში ერთ-ერთი დაპირება რომელიც არ შესრულდა “ნაცების დასრულებაა” – ვიკა ფილფანი

ალია ავტორი - ალია
15:16 10-28-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
190
გახარიას პარტიის წევრმა, ვიკა ფილფანმა პარლამენტში, თქვა:
“ოქტომბერში 13 წელი შესრულდა თარიღიდან, როდესაც ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში.
ამ 13 წლის განმავლობაში ერთ-ერთი დაპირება მრავალთაგან რომელიც არც შესრულდა და არც შეიცვალა“ნაცების დასრულებაა”
ხელისუფლებაში ყოფნის მე-13 წელს ქვეყანაში არსებულ ყველა სოციალურ პრობლემაზე ქართული ოცნება პასუხისმგებლობას ისევ ნაცებზე საუბრით ირიდებს.
ქართული ოცნება ახორციელებს ფსიქოლოგიურ შანტაჟს საქართველოს მოქალაქეებზე, თავად აძლიერებს და კვებავს ნაციონალურ მოძრაობას რათა შემდეგ ამით დააშინოს ამომრჩეველი.
თავად “ოცნება” დაეხმარა ნაცებს ფეიკ-რევოლუციის ორგანიზებაში, არჩევნებამდე თვეებით ადრე უთმობდნენ ეთერებს მათივე პროპაგანდისტულ რუსთავი 2-ზე, უძღვნიდნენ სიუჟეტებს მათივე პროპაგანდისტულ იმედზე და აშინებდნენ მათივე ამომრჩეველს, უკვე ანეგდოტად ქცეული ფრაზით – “ნაცები ბრუნდებიან”. ნაცების ანეგდოტური პერსონაჟების ჩართულობით.
ორბელიანების სასახლესთან დაპირისპირებამდე თვეებით ადრე საუბრობდნენ აქციის ორგანიზატორი ნაცები იმაზე, რომ აპირებდნენ ხელისუფლების დამხობას, რევოლუციას, 4-ში დაწყებას და 4-ში დასრულებას მაგრამ არც ერთი მათგანი გამოკითხვაზეც კი არ დაგიბარებიათ.
თქვენივე პროპაგანდისტულმა იმედმა გაავრცელა ახალია-ბურჭულაძის ჩანაწერი, სადაც უმძიმეს დანაშაულებზეა საუბარი – თუ ეს ჩანაწერი ნამდვილია, რატომ არ არის აქამდე დაკავებული ბაჩო ახალაია? თუ არ არის ნამდვილი რატომ არ აგებს პასუხს იმედის ტელევიზია ტყუილის გავრცელების გამო?!
ამავ წელს შექმნით ნაცების “გასასამართლებელი კომისია”, რომელზეც 2-ჯერ დაიბარეთ გიორგი გახარია და არც ერთხელ მერაბიშვილი, სააკაშვილი და რეჟიმის სხვა შემქნელები. რატომ არ შექმენით ეს კომისია 2014 წელს? ან 2021 წელს? ამავე კომისიაზე დაყრდნობით ჩორჩანაზე ვიცით რომ დაიწყეთ გამოძიება, ნაცურ საქმეებზე დაიწყეთ თუ არა დღემდე არ ვიცით.
1 წლის წინ თქვენს მიერ ნაქებ პრემიერს, რომელსაც მართმადიდებლობისთვისაც უხდიდით მადლობას, თითქმის მთელი ოფიციალური ქონება ჩამოართვით მაგრამ კეზერაშვილის ქოლცენტრებით ნაშოვნ ფულს არ შეხებიხართ, ამაზე გამოძიებაც კი არ დაგიწყიათ, ჩვენი მოთხოვნის მიუხედავად.
ახლა აპირებთ ნაცების აკრძალვას, კოლექტიურ ნაცებად მოიხსენიებთ მათაც ვინც ნაცებისგან იდევნებოდა თუმცა თქვენს რიგებში არიან ადამიანები ვინც 2016 წელსაც ნაცების შემომწირველი იყო ან მათი მაჟორიტარობის კანდიდატი.
ვისი სასამართლოთი აპირებთ ნაცების აკრძალვას, გირგვლიანის საქმის მოსამართლე მურუსიძის? ვის გადაუგზავნეთ აკრძალვის სარჩელი, ნაცების მოსამართლე ჩინჩალაძეს?
ესაა თქვენი 13 წლიანი “ნაცებთან ბრძოლის” ანატომია. თქვენ ნაცებს კი არ ასრულებთ, ნაცებით აპირებთ ძალაუფლების გახანგრძლივებას, იქამდე სანამ მათი მტრის ხატი იმუშავებს.
არ გაქვთ უფლება მმართვეობის მე-13 წელს ადამაინები აცხოვროთ გაჭირვებაში, უსამართლობაში და ძალადობაში. ქართველმა ხალხმა ნაცებს ერთხელ უკვე უთხრა მკაფიო არა და უკეთესი მომავლის იმედით შეცვალა ხელისუფლება, ამ ადამიანების დიდი ნაწილი კი ახლა სრულ იმედგაცრუებაშია რადგან ცალსახაა რომ ერთი ძალადობრივი რეჟიმი ჩანაცვლდა მეორეთი. 12 წელს რომ დაგემთავრებინად ნაცები ამის ნაცვლად ნაცებთან ხართ მოჩვენებით ბრძოლაში და ხალხი მიტოვებული გყავთ.
ამიტომ ვართ დღეს აქ, რომ ეს სიყალბე უპასუხო არ უნდა დარჩეს.
აქ ვართ იმიტომ, რომ ყველა ტყუილში გამხილოთ!
სიმართლე რომელიც ქართველ ხალხს ეკუთვნის პარლამენტში უნდა ისმოდეს”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%
ახალი ამბები

გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%

16:42 10-29-2025
თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები სპა ცენტრებში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები სპა ცენტრებში

16:37 10-29-2025
თიბისის მხარდაჭერით, დედოფლისწყაროში „სვანიძის ზეთისხილის“ საწარმო გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, დედოფლისწყაროში „სვანიძის ზეთისხილის“ საწარმო გაიხსნა

13:01 10-29-2025
AI და მომავლის უნარები – GAIA Meetups Horizons -ის პირველი შეხვედრა გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

AI და მომავლის უნარები – GAIA Meetups Horizons -ის პირველი შეხვედრა გაიმართა – თიბისი

15:56 10-28-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved